დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 02/03/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.11.106.004676 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2001 - 17/01/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.11.106.004.676
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №84
2001 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 დეკემბრის №60 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხთა კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 დეკემბრის №60 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარტში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) 2001 წლის 22 თებერვლის №78 ბრძანების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხთა კომისიის მუშაობის წესსა და პირობებს.
2. ეს დებულება ვრცელდება იუსტიციის სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების, სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებზე.
მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა
1. სამინისტროს მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მიმნიჭებელი კომისიის თავჯდომარეს ნიშნავს მინისტრი.
2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი ინიშნებიან მინისტრის მიერ კომისიის თავჯდომარის წარდგინებით.
3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
4. კომისიის თავჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 3. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრთა შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმითა და პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების ფურცლით (დანართი №1), რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.
5. კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 4. პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭება
1. სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების, სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებს უმცროსი, საშუალო და უფროსი პირველადი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლებისა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალიწინებით.
2. პირველადი საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს.
3. პირველადი უმცროსი სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
მუხლი 5. პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი
პირველადი სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2001 წლის „____“ „___________“
№ ბრძანების შესაბამისად
პირველადი სპეციალური წოდების მინიჭების
ფურცელი
თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეციალური
წოდება --------------------------------------------------------------------------------------------
სპეციალური წოდების -------------------------------------------------------- მისანიჭებლად
ვის --------------------------------------------------------------------------------------------------
(წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, თანამდებობა)
დაბადების წელი -------------------------------- განათლება ----------------------------------
(როდის და რომელი სასწავლებელი დაამთავრა)
მინიჭებული წოდება ----------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
(ვისი ბრძანებით, ბრძანების ნომერი, მინიჭების თარიღი)
საფუძველი: ---------------------------------------------------------------------------------------
ნამსახურეობის ნუსხა
| როდიდან თვე და წელი | როდემდე თვე და წელი | თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კომისიის თავმჯდომარე:
თავმჯდომარის მოადგილე:
კომისიის წევრები:
1.
2.
3.
კომისიის მდივანი: “----” “---------------” 2001წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები