დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს უსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №84 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.11.106.005.647 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.11.106.005.647
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №8
2003 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №84 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1.,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №84 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა ,,მოსამსახურეებზე” შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,გარდა სასჯელაღსრულების ორგანოებისა”;
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,უმცროსი”.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები