სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 628
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 29/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 310010010.22.034.007494
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
628
20/06/2005
სსმ, 77, 29/06/2005
310010010.22.034.007494
სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (29/06/2005 - 25/10/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.034.007.494

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №628

2005 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-11 პუნქტის “ა” და “ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №59 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

1. ეს ინსტრუქცია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესს, რომელთა ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია და ეკუთვნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

2. ამ წესების მოქმედება ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა სახელმწიფოებში და დროებით 72 სთ-ზე მეტი ხნით იქნენ შემოყვანილი საქართველოში.

    მუხლი 2.

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – კანონმდებლობის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ ავტოტრანსპორტისათვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის გაცემა;

ბ) ცვლილებები რეგისტრაციაში – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას სააღრიცხვო მონაცემების და სატრანსპორტო საშუალებათა დოკუმენტში ცვლილებათა შეტანა;

გ) ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები;

დ) იურიდიული პირები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;

ე) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და რომელიც დადასტურებულია სარეგისტრაციო მოწმობის (ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის) გაცემით, ან/და საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით სატრანსპორტო საშულების მმართველი პირი;

ვ) საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ფარგლებს გარეთ; არ არის რეგისტრირებული საქართველოში; დროებით არის შემოყვანილი საქართველოში;

ზ) ავტომობილი – ყველა სახის ტარნსპორტი, რომელსაც აქვს ბიძგის მექანიკური მექანიზმი და გადაადგილდება გზებზე საკუთარი ძალებით (გარდა მოპედისა) დამხმარე მოტორით;

თ) მისაბმელი – მოძრაობისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, ასევე ნახევრადმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი.

    მუხლი 3.

1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურები (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები).

2. საპატრულო პოლიციაში რეგისტრაციას არ ექვემდებარება სპორტული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები, ტრაქტორები და მათი მისაბმელები, სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი სატრანსპორტო საშუალებები.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო-საგამოცდო განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ქვეყნის მაშტაბით სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების ფუნქციონირებას;

ბ) შეიმუშავებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და წესს;

გ) ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო სავალდებულო რეგისტრაციამდე გასცემს სპეციალურ სანომრე ნიშნებს (TEST) და დროებით სარეგისტრაციო მოწმობას;

დ) ყოველთვიურად აჯამებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;

ე) განიხილავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გეგმა-დავალებით წელიწადში არანაკლებ ერთხელ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ამსახველი პირველადი მასალების დოკუმენტალურ კონტროლს და უწევს მათ პრაქტიკულ დახმარებას.

    მუხლი 4.

სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეები ან მათი წარმომადგენლები (თუ ასეთი წარმომადგენლობა დასტურდება დავალების (მინდობილობის) საფუძველზე) სატრანსპორტო საშუალებათა შეძენის, სატრანზიტო ნომრის მოქმედების, საბაჟო გაფორმების (საზღვრის გადაკვეთის), მათზე ნომრიანი აგრეგატების შეცვლისა და სხვა გარემოებების წარმოშობის შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრირებული მონაცემების შეცვლასთან, ვალდებული არიან სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში გაატარონ:

ა) ქვეყნის ფარგლებში აღრიცხვიდან მოხსნილი – 10 დღე-ღამის განმავლობაში;

ბ) ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი – სარეგისტრაციო ნიშნის „ტრანზიტის” მოქმედების ან შეძენის ვადაში, ან საბაჟო გაფორმებიდან ერთი თვის განმავლობაში.

    მუხლი 5.

1. ქვეყნის ფარგლებს გარედან დროებით შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია წარმოებს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ვადით, ამასთან უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობა ინახება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში.

2. ქვეყანაში 72 საათზე მეტი ვადით შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული შიდა საბაჟო ტრანზიტის საფუძველზე მასში მითითებული ვადით. სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვის ბარათი მფლობელის ვინაობისა და საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილის მითითებით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში.

    მუხლი 6.

1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის ან რეგისტრაციაში ცვლილებათა შეტანის საფუძვლად მიღებული პირველადი მასალები შეიტანება კომპიუტერში, იკინძება სარეგისტრაციო მოწმობის მზარდი ნუმერაციით და ინახება 2 წლის ვადით. სარეგისტრაციო ჟურნალები იწარმოება კომპიუტერული სისტემიდან ამობეჭდილი ყოველდღიური რეესტრის ფორმით. ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება 30 წლის ვადით.

2. სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეების წარმომადგენლების მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში სარეგისტრაციო მოქმედების შესრულებისას, პირველად მასალებში ინახება დავალების ხელშეკრულების (მინდობილობის), სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისა და გადაფორმების ხელშეკრულების დედნები.

3. რეგისტრაციისათვის არ მიიღება სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევარმისაბმელის ნომრიანი აგრეგატების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები, ფანქრით შევსებული, შესწორებული და დაუმოწმებელი დოკუმენტები.

4. სატრანსპორტო საშუალებების ქარხანა-დამამზადებლები, სატრანსპორტო საშუალებებით მოვაჭრე ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები სარეალიზაციოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას არ ახდენენ.

    მუხლი 7.

1. სარეგისტრაციო საქმის წარმოება, სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების გაფორმება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

2. რეგისტრაციისათვის უცხო ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალებებზე მფლობელობის უფლება და სხვა დოკუმენტები, ექვემდებარებიან სახელმწიფო ენაზე თარგმნასა და თარგმნის უტყუარობის დადგენის მიზნით ნოტარიული წესით დამოწმებას.

    მუხლი 8.

1. ფიზიკურ პირებზე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხდება საცხოვრებელი ადგილის, ხოლო იურიდიულ პირებზე – იურიდიული მისამართის მიხედვით არსებულ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში.

2. ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხდება შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემულ მოწმობებში მითითებული დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის პიროვნებისა და მათი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ხდება მოქალაქის პირადობის მოწმობით.

    მუხლი 9.

1. წარმოდგენილი დოკუმენტების ან სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნების უზუსტობისას (სატრანსპორტო საშუალებებზე საქარხნო მარკირების შეცვლა, დოკუმენტებში აგრეგატების ნომრების ან სარეგისტრაციო მონაცემების შეუსაბამობა და იმ მონაცემების არსებობა, რომ სატრანსპორტო საშუალებები (ნომრიანი აგრეგატები) ან წარმოდგენილი დოკუმენტები დაკარგულია ან იძებნება) სატრანსპორტო საშუალებები და დოკუმენტები ექვემდებარებიან შემოწმებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შესახებ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები დაუყოვნებლივ ატყობინებენ უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს) ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით და დროებით აჩერებენ რეგისტრაციის პროცესს.

3. რეგისტრაციაზე დადებული შეზღუდვები იხსნება კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (გამომძიებლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან გადაწყვეტილება).

    მუხლი 10.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა ან აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის განცხადებით.

    მუხლი 11.

რეგისტრაციაში გატარებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, კონსტრუქციის შესაბამისად გაიცემა წყვილი სარეგისტრაციო ნომერი და ერთი სარეგისტრაციო მოწმობა.

    მუხლი 12.

1. დაკარგული ან ვადაგასული (უვარგისი) სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა.

2. სახელმწიფო სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევებში ხდება მისი აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა ხორციელდება უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს სამი დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი ბარდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურს.

    მუხლი 13.

სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის, ნახევარმისაბმელის ან ნომრიანი აგრეგატების კუთვნილება დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც გასცეს:

ა) სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებმა (ერთობლივი განცხადება (დანართი №1));

ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);

გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);

დ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება);

ე) ნოტარიუსებმა (საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები);

ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა, ანგარიში);

ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი).

    მუხლი 14.

თუ უცხო ქვეყნიდან ჰუმანიტარული და სხვა გზით შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟოს მიერ გაცემულ დეკლარაციაში მითითებულია: „გასხვისების უფლების გარეშე”, ამის შესაბამისად ჩანაწერი უნდა გაკეთდეს როგორც სარეგისტრაციო მოწმობაში, ასევე სააღრიცხვო ბარათში.

    მუხლი 15.

უცხოეთიდან საქართველოში უკან გაყვანის პირობით და გასხვისების უფლების გარეშე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გასხვისდეს (გაიყიდოს ან გაჩუქდეს ან ჩამოიწეროს) მხოლოდ დაწესებული ბაჟის გადახდის შემდეგ გაცემული საბაჟო დეკლარაციით.

    მუხლი 16.

საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, დიპლომატიური კორპუსის საკონსულოს თანამშრომლებს, აკრედიტებულ პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ასევე ბანკების, ფირმების, ავიოკომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოში პირადი სარგებლობისათვის შემოყვანილი ან შეძენილი სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში უტარდებათ ამ წესების შესაბამისად.

    მუხლი 17.

საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების ხელმძღვანელების, ელჩების ავტომობილებზე გაიცემა მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52 x 11 სმ.

    მუხლი 18.

საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომლების ავტომანქანებზე გაიცემა მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით D სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52 x 11 სმ.

    მუხლი 19.

საელჩოების ყველა სხვა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალის ავტომობილებზე გაიცემა მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით AS სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52 x 11 სმ.

    მუხლი 20.

საქართველოში სარეგისტრაციო ნომრები მზადდება ალუმინის მასალის ნახევარფაბრიკატებზე, რომლებზეც გადაკრულია თეთრი ფერის შუქამრეკლი მასალა.

    მუხლი 21.

საქართველოში არსებობს შემდეგი ტიპის სანომრე ნიშნები:

ა) ავტოტრანსპორტისათვის ზომებით 520x110x 1 მმ. მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, სამი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;

ბ) მისაბმელისა და ნახევარმისაბმელისათვის ზომებით 280 x 205 x 1 მმ, ორი ასო და სამი ციფრი;

გ) ერთჯერადი სატრანზიტო ნიშნები, მომზადებული შუქამრეკლი მასალისაგან, ორი ასოთი და ოთხი ციფრით, შუაში წელიწადისა და თვის აღნიშვნით, ზომებით 305 x113 მმ;

დ) სარეგისტრაციო ნომერი სერიით TEST ორი ციფრით, ზომებით 520x110x1მმ, გაიცემა გამოსაცდელ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდისათვის დადგენილი ვადით.

თავი II

სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურების მიერ განსახორციელებელი მოქმედებები

    მუხლი 22.

სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების, ნახევარმოსაბმელების, ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისათვის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების, ნახევარმოსაბმელის, ნომრიანი აგრეგატების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

გ) სატრანსპორტო საშუალება ან მისაბმელი, ან ნახევარმოსაბმელი ან ნომრიანი აგრეგატი, ან მათი რეკვიზიტების შემცველი დოკუმენტები;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტი.

    მუხლი 23.

სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები თავისი მოვალეობების შესრულებისას ახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს:

ა) ვიზუალურად ახდენენ სატრანსპორტო საშულებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან, რის შესახებაც დგება დათვალიერების აქტი (დანართი №2);

ბ) რეგისტრაციაში ატარებენ სატრანსპორტო საშუალებებს, მისაბმელებს, ნახევარმისაბმელებს, ნომრიან აგრეგატებს, რათა მოხდეს მონაცემების შეტანა სარეგისტრაციო ჟურნალსა და კომპიუტერულ სისტემაში;

გ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის განცხადების საფუძველზე აწარმოებენ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას, ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნას და გასცემენ სატრანზიტო სანომრე ნიშნებს.

    მუხლი 24.

დასრულებული სარეგისტრაციო მოქმედების გაუქმება შესაძლებელია პირთა წერილობითი მოთხოვნით დოკუმენტის შემდგენ ორგანოში.

    მუხლი 25.

სატრანსპორტო საშუალებათა გადაფორმება ხდება:

ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას;

ბ) სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის ან მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას (მესაკუთრის განცხადება, სატრასპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, დათვალიერების აქტი, პირადობის მოწმობა);

გ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში (ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე);

დ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გვარის, სახელის შეცვლისას (მესაკუთრის განცხადება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, დათვალიერების აქტი, პირადობის მოწმობა და გვარის, სახელის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი).

    მუხლი 26.

ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია აღრიცხვიდან და არ არის რეგისტრირებული ახალ ადგილზე, სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისათვის სატრანსპორტო საშუალების პირველადი აღრიცხვის ადგილიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ორგანოს ბეჭდით დამოწმებული აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ქსეროასლები.

    მუხლი 27.

ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევარმისაბმელის და ნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დაკარგული დოკუმენტის დუბლიკატი დამოწმებული შესაბამისი ორგანოს ბეჭდით.

    მუხლი 28.

სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილზე მესაკუთრის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის) წარდგენით.

    მუხლი 29.

1. ქვეყნის ფარგლებში აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო ნომერი ბარდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა ათი დღის ვადის მქონე სარეგისტრაციო ნიშნები „ტრანზიტი”.

2. უცხოეთში აღრიცხვიდან მოხსნილ და საქართველოში რეგისტრაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს, ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთისას შესაბამის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში ეძლევათ საზღვრის გადაკვეთიდან 30-დღიანი ვადის მქონე საქართველოს სატრანზიტო სანომრე ნიშანი, ხოლო უცხო ქვეყნის სატრანზიტო ნომრები რჩება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში. სატრანზიტო ნომრების გაცემა აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში, უცხო ქვეყნის სატრანზიტო ნომრები ნადგურდება დაჭრით, რაზეც შედგება შესაბამისი ოქმი.

    მუხლი 30.

სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას, კომპიუტერულ სააღრიცხვო ბარათში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;

ბ) დგომის ადგილის შეცვლა;

გ) სხვა მესაკუთრეზე რეგისტრირება;

დ) საქართველოს საზღვრებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატანა;

ე) სატრანსპორტო საშუალების გასხვისება;

ვ) გაცვლა;

ზ) საწარმოოს საწესდებო ფონდში შეტანა;

თ) სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების სხვა პიროვნებაზე ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

    მუხლი 31.

კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული ან საკუთრების უფლების შეცვლაზე არსებული შეზღუდვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნა შეიძლება ყადაღისგან გათავისუფლების ან შეზღუდვის მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა ხდება, შესაბამისად, დამგირავებლის მოთხოვნის და მოგირავნის წერილობითი თანხმობით.

    მუხლი 32.

სახელმწიფო წარმოების წუნდებული (ჩამოსაწერი) სატრანსპორტო საშუალებები აღრიცხვიდან იხსნება წარმოდგენლი აქტისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები სატრანსპორტო საშულების მესაკუთრის განცხადებით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებს ბარდება სარეგისტრაციო მოწმობა და სარეგისტრაციო ნომერი.

    მუხლი 33.

გატაცებული ან მოპარული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნისათვის (ჩამოწერის მიზნით) საჭიროა შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოდან გაცემული დოკუმენტი.

    მუხლი 34.

სახელმწიფო აღრიცხვიდან არ იხსნება:

ა) იმ პირების საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მივლინებით გადიან სხვა ქვეყნებში;

ბ) კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თუ ისინი სარეგისტრაციო სამსახურის სამოქმედო ტერიტორიიდან გადიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ან დროებით მფლობელობაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 35.

გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებათა ხელახალი რეგისტრაციისათვის, შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის სარეგისტრაციოდ, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს მათი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 36.

ნებადართულია სატრანსპორტო საშუალებიდან შეცვლილი, გამოთავისუფლებული ნომრიანი აგრეგატების გასხვისება.

    მუხლი 37.

გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარის გამოშვების თარიღი.

    მუხლი 38.

წარმოშობილი გარემოებების გამო სატრანსპორტო საშუალების დასაყადაღებლად და ყადაღის მოსახსნელად ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ უნდა მიმართოს წერილობით სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დაყადაღებული და ყადაღამოხსნილი სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი დაუყოვნებლივ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში.

    მუხლი 39.

ხმარებაში ნამყოფი ძველი რუსულშრიფტიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნები ნადგურდება დაჭრით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი.

    მუხლი 40.

1. ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით და 32-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირი სახელმწიფო სანომრე ნიშანს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში აბარებს სატრანსპორტო საშულებათა გასხვისების შემთხვევაში.

2. სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია პირის მოთხოვნის (განცხადების) შემთხვევაში ჩაბარებული სანომრე ნიშანი შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში უზრუნველყოს მისი იმავე პირზე გაცემა.

თავი III

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 41.

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 დანართი №2

ა ქ ტ ი

ცალკეული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შესახებ

 

შედგენილია: „ –––––––––––––––––– „200-წ.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აქტის შემდგენი თანამდებობის პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, წოდება

I. სატრანსპორტო საშუალება:-------------------------

1. მარკა------------            2. მანქანის ტიპი -------------

3. ძრავის № ---------                 4. ძარის № --------------------

5. შასის № ---------                    6. გამოშვების წელი ---------

7. ტექნიკური პასპორტი №------ 8. ფერი --------------------------

9. სახ. №-----------------

 

II. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მონაცემები:

ა) პირადობის მოწმობის სერია და №:

ბ) მისამართი:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული პირის იურიდიული მისამართი

III. სატრანსპორტო საშუალების, აგრეგატების ნომრები ედრება, არ ედრება

                                                                                                                                                                           –––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                                                                                                                                                                                          არასაჭირო გადაიხაზება

წარმოდგენილ დოკუმენტებს.

მასალები მივიღე და ჩავიბარე:

1. სახ. № -------------------              2. ტექნიკური პასპორტი № -------------------

გავეცი:

1. სახ. № -------------------   2. ტექნიკური პასპორტი № -------------------

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი თანამდებობის პირის, სახელი, გვარი, თანამდებობა, წოდება

 

––––––––   –––––––––––––––– 200 წ.         ბ.ა.         _____________________________                                                                                                                 თანამდებობის პირის ხელმოწერა

დანართი №1

ერთობლივი განცხადება №---

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება

 

ტრანზიტის №   

ნაწილი I.

სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნომრიანი აგრეგატის მესაკუთრის მონაცემები:

ა) პირადობის მოწმობის სერია და №:

ბ) მისამართი:

_____________________________________________________________________________________________

ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული პირის იურიდიული მისამართი

გ) გავასხვისე ჩემს საკუთრებაში არსებული: სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი

                                                                                                                                                                                               (გადაიხაზება არასაჭირო)

                                                                                                                                                                                     _______________________________

                                                                                                                                                         გასხვისების ვადა

                                                                   ____________________

                                      ვისზე (ახალი მესაკუთრის სახელი გვარი, საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი, პირადობის მოწმობის სერია და №)

__________________________________________________________________________________

დ) სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი (ძრავი, ძარა):

1. მარკა-------                             2.მანქანის ტიპი ---------

3.ძრავის № -----                             4.ძარის №      --------------  

5.შასის № --------                           6. გამოშვების წელი -----

7.ტექნიკური პასპორტი № -------          8. ფერი ---------------

9.სახ. № -----------

10.ჩარჩო № --------------         

11.კაბინა №-----------

12.სიმძლავრე (ცხ. ძალა) -----------

13.ძრავის მოცულობა (სმ3) ---------

ე) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა: გამართული, გაუმართავი

                                                                                               _____________________                                                                                                                                                                                                                                                                  (გადაიხაზება არასაჭირო)

ვ) ერთობლივი განცხადების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნომრიანი აგრეგატის გასხვისებას (გადაცემას) ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის,

ნომრიანი აგრეგატის

მესაკუთრე:

                                                 სახელი, გვარი                                             ბ.ა                                                                                                                   ხელმოწერა

 

                                                                                                                                                                                                                           200 წ.                          (რიცხვი, თვე)

 

სატრანსპორტო საშულების, მისაბმელის,

ნომრიანი აგრეგატის მიმღები:

 


 სახელი, გვარი                                                                                                                                                                                                                        ხელმოწერა

  

                                                                                                                                                                                                                                               200 წ.                          (რიცხვი, თვე)

ზ) სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნომრიანი აგრეგატის კუთვნილება

შემოწმებულია, მხარეებს შორის ერთობლივი განცხადება ხელმოწერილია ჩემი

თანდასწრებით, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით და ბეჭდით:

                                                                                               უფლებამოსილი თანამდებობის პირის, სახელი, გვარი, თანამდებობა, წოდება

___________________________________________________________________________________

 

––––––––– ––––––––––– 200 წ.

                                      ბ.ა.                        თანამდებობის პირის ხელმოწერა

ნაწილი II.

გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ ერთობლივი განცხადების I ნაწილით ჩემს საკუთრებაში

გადმოცემული სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი.

სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნომრიანი აგრეგატის ახალი მესაკუთრის

მონაცემები:

ა) პირადობის მოწმობის სერია და №:

ბ) მისამართი:

                                                                                               ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული პირის იურიდიული მისამართი

______________________________________________________________________________________

სატრანსპორტო საშულების, მისაბმელის,

ნომრიანი აგრეგატის ახალი მისაკუთრის:

 


                              სახელი, გვარი                                                                                                                                                                                           ხელმოწერა 200 წ.

 ბ.ა                                                                             (რიცხვი, თვე)

გ) მივიღე:

 _________________________________________________________________________________

                                                                                                                 სახ.№, ტრანზიტული №, ტექნიკური პასპორტის სერია და №, სხვა

დ) გავეცი:

___________________________________________________________________________________

                                                                                                                                     სახ. №, ტექნიკური პასპორტი №

___________________________________________________________________________________

                                                                                      უფლებამოსილი თანამდებობის პირის, სახელი, გვარი, თანამდებობა, წოდება

 

 _______ 200 წ.

                                                                                                               თანამდებობის პირის ხელმოწერა

                                                                                                    ________________________

 ბ.ა.

შენიშვნა:

სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი და ნომრიანი აგრეგატი რეგისტრირებულ უნდა იქნეს

მათი მიღებიდან 10 დღის ვადაში.