“სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შIნაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word
“სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შIნაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 26/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.034.008.053
  • Word
109
25/01/2006
სსმ, 10, 26/01/2006
310.010.010.22.034.008.053
“სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შIნაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.034.008.053

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №109

2006 წლის 25 იანვარი

 ქ. თბილისი

,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით (სსმ III, 29.06.2005 წ., №77 მუხ. 829) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, გარდა ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში, მიუხედავად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართისა.”;

ბ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23.

სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურები თავისი მოვალეობების შესრულებისას ახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს:

ა) ვიზუალურად ახდენენ სატრანსპორტო საშულებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან, რის შესახებაც დგება დათვალიერების აქტი (დანართი №2);

ბ) რეგისტრაციაში ატარებენ სატრანსპორტო საშუალებებს, მისაბმელებს, ნახევარმისაბმელებს, ნომრიან აგრეგატებს, რათა მოხდეს მონაცემების შეტანა სარეგისტრაციო ჟურნალსა და კომპიუტერულ სისტემაში;

გ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის განცხადების საფუძველზე აწარმოებენ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას, ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას;

დ) გასცემენ სატრანზიტო სანომრე ნიშნებს საქართველოში რეგისტრირებულ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იხსნებიან აღრიცხვიდან უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით.”;

გ) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 29.

1. იმ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო ნომერი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში იხსნებიან აღრიცხვიდან საქართველოდან გაყვანის და უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით, ბარდება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა 30 დღის ვადის მქონე სარეგისტრაციო ნიშნები ,,ტრანზიტი”, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, რომელთაც ეცვლებათ დგომის (რეგისტრაციის) ადგილი, არ ბარდება და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხელახლა დარეგისტრირდება იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე, სხვა შემთხვევაში ბარდება იმ სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც ხდება საბოლოო რეგისტრაცია.

2. უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში რეგისტრაციის მიზნით და რომლებზეც გაცემულია უცხო ქვეყნის სატრანზიტო სანომრე ნიშნები, შეუნარჩუნდებათ აღნიშნული სანომრე ნიშნები, რომლებიც მოქმედია ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთიდან 30 დღის განმავლობაში.

3. სატრანზიტო ნომრების გაცემა აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში.”

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი