დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" სარედაქციო საბჭოს დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 28/02/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.12.106.004665 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2001 - 05/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.12.106.004.665
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №80
2001 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" სარედაქციო საბჭოს დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულების მესამე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, საქართველოს კანონთა წიგნის, ნორმატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების გამოცემის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
მ. სააკაშვილი – მინისტრი (თავმჯდომარე)
კ. კუბლაშვილი – მინისტრის პირველი მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე)
მ. ცაცანაშვილი – მინისტრის მოადგილე
ი. იმერლიშვილი – მინისტრის მოადგილე
ი. ოქრუაშვილი – მინისტრის მოადგილე
ს. პეტროსიანი – ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი
გ. წკრიალაშვილი – საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ბ. ლოლაძე – ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი
ზ. ნანობაშვილი – „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის მთავარი რედაქტორი
გ. თავაძე – ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ი. მილორავა – საერთაშორისო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი
ზ. ეზუგბაია – მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა, იმიგრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი
ს. გამყრელიძე – გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტის კოორდინატორი
ბ. კოჭლამაზაშვილი – „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის უფროსი რედაქტორი – (მდივანი).
2. დამტკიცდეს „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სარედაქციო საბჭოს თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სარედაქციო საბჭოს დებულება
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სარედაქციო საბჭოს (შემდგომში – სარედაქციო საბჭო) კომპეტენციას და საქმიანობის წესს.
2. სარედაქციო საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს „საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციას მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალურ განხილვას სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.
3. სარედაქციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
4. სარედაქციო საბჭოს გაუქმება ან მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
სარედაქციო საბჭოს კომპეტენცია
სარედაქციო საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნება:
1. „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მომზადებასა და გამოცემასთან დაკავშირებული საკითხების კოლეგიალური განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
2. ნორმატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების მომზადებისა და გამოცემის ხელშეწყობა.
სარედაქციო საბჭოს სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. სხდომა მოიწვევა მინისტრის გადაწყვეტილებით პერიოდულად ან საჭიროების შემთხვევაში.
2. სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი.
3. სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი – სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ამავე დროს არის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სარედაქციო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
5. სარედაქციო საბჭოს ყოველი წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
6. სარედაქციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. სარედაქციო საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც იმავდროულად არის სარედაქციო საბჭოს წევრი.
8. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. სარედაქციო საბჭოს დადგენილებაში აღინიშნება დადგენილების მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
9. სარედაქციო საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს თავმჯდომარის ან მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილის გადაწყვეტილებით.
10. სარედაქციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები