საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 23/02/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 010320030.11.106.004663
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
78
22/02/2001
სსმ, 17, 23/02/2001
010320030.11.106.004663
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2001 - 06/07/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 010.320.030.11.106.004.663

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №78

2001 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში წესდება თანამდებობათა შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:

1. სამინისტროს ხელმძღვანელობა:

ა) მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;

ბ) მინისტრის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის, სამსახურის) უფროსი, რომლის დაქვემდებარებაში შედის ორი ან მეტი ქვედანაყოფი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

3. დეპარტამენტის, სამსახურის, მინისტრის კაბინეტის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს, განყოფილების, სექტორის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

4. სამმართველოს, განყოფილების, ქვეგანყოფილების, სექტორის უფროსის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

5. სამინისტროს სხვა მოსამსახურეები:

ა) მინისტრის მრჩეველი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწე – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

გ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) მდივან-სპეციალისტი I კლასის იურისტი;

დ) სამინისტროს მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

ე) სამინისტროს სპეციალისტი – II კლასის იურისტი.