“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 06/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.010.548
  • Word
192
06/07/2007
სსმ, 96, 06/07/2007
010.320.030.22.027.010.548
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.010.548

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №192

2007 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე შემდეგი დანართები:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (დანართი 2);

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები:

ბ.ა) აჭარის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტი (დანართი 3);

ბ.ბ) სააღსრულებო ბიუროები (დანართი 4);

ბ.გ) სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებები (დანართი 5);

ბ.დ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები (დანართი 6);

ბ.ე) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები (დანართი 7).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 22 თებერვლის №78 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

(დანართი 2)

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. მინისტრის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (რომლის დაქვემდებარებაში შედის ორი ან მეტი ქვედანაყოფი) – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს, განყოფილების უფროსი, სამმართველოს განყოფილების უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

6. მინისტრის მოადგილის თანაშემწეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩევლები, თანაშემწეები, მთავარი სპეციალისტები – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი სპეციალისტები – I კლასის იურისტი.

8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტები – II კლასის იურისტი.

(დანართი 3)

აჭარის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის უფროსი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2. სამმართველოს უფროსი, განყოფილების უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

3. ბუღალტერი – იუსტიციის მრჩეველი.

4. მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

5. სპეციალისტი – II კლასის იურისტი.

 (დანართი 4)

სააღსრულებო ბიუროები

1. სააღსრულებო ბიუროს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2. სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი.

3. სასამართლო აღმასრულებელი, სასამართლო აღმასრულებელი ჯგუფის უფროსი, კანცელარიის მთავარი სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. კანცელარიის სპეციალისტი – იუსტიციის II კლასის იურისტი.

 (დანართი 5)

სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებები

1. განყოფილების უფროსი, ჯგუფის უფროსი – იუსტიციის მაიორი.

2. სააღსრულებო პოლიციელი – იუსტიციის კაპიტანი.

(დანართი 6)

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები

1. პრობაციის ბიუროს უფროსი, პრობაციის უფროსი ოფიცერი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2. პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი.

3. პრობაციის ოფიცერი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. სპეციალისტი – II კლასის იურისტი.

(დანართი 7) 

სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები

1. უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2. მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.