ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518012, 20/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
16/05/2011
ვებგვერდი, 110518012, 20/05/2011
010250020.35.105.016033
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/05/2011 - 07/12/2018)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2011 წლის 16 მაისი 

ქ. ზუგდიდი                                                         

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების აღრიცხვა-ნუმერაციის, ასევე მრავალბინიან სახლებში საბინაო საკითხების სრულყოფილი გადაწყვეტის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

1. დამტკიცდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების ბინების ნუმერაციის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.

2.დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

გრ. სხულუხია

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე               

საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ

დანართი 1     

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

   წინამდებარე წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.

 2. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.

 3. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.

 4. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე, კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.

 5. შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.

    მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანოები

  გადაწყვეტილებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციისა და მათთვის         სახელწოდების მინიჭების შესახებ იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

       მუხლი 4. ნუმერაციისა და სახეწოდების მინიჭების მოთხოვნა

 1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის და სახელწოდების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.

 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 5. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაციის საფუძველი

  1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

 ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;

 ბ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;

 გ) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.

    მუხლი 6. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი

1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

 ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;

ბ) ბინის გაყოფა;

გ) ბინების შეერთება;

დ)არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;

ე) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.

2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.

    მუხლი 7. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია

1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით, გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ან არაბული ციფრის ინდექსის დამატებით.

 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.

    მუხლი 8. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების სახელწოდება

1. ქუჩებს, ხეივნებს, შესახვევებს, ჩიხებს, მოედნებს, სკვერების, ბულვარებს სახელწოდება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ:

   ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირის სახელი;

   ბ) ქუჩის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი;

   გ)ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 5 წელი;

   დ) ქუჩებს, ხეივნებს, შესახვევებს, ჩიხებს, მოედნებს, სკვერების, ბულვარებს არ შეიძლება მიენიჭოს სახელწოდება, რომელსაც ატარებს თვითმმართველ ერთეულში არსებული სხვა ქუჩა, ხეივანი, შესახვევი, ჩიხი, მოედანი, სკვერი, ბულვარი.

 მუხლი 9. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების სახელწოდების მინიჭების შესახებ ინიციატივა

1.  ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების სახელწოდების მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის(შემდგომში– ინიციატივის) უფლება აქვთ:

ა) ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებს;

ბ) ადგილობრივ მოსახლეობას;

გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;

დ) დაინტერესებულ პირს ან პირთა ჯგუფს.

2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის კონკრეტული სახელწოდების მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას.

    მუხლი 10. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საკითხს ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისათვის, ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის განვიათარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისია, რომელიც 1 თვის ვადაში საკრებულოს ბიუროს წარუდგენს განკარგულების პროექტს სახელწოდების მინიჭებისა და ნუმერაციის თაობაზე.

 2.გადაწყვეტილებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისათვის ბინების ნუმერაციის შესახებ მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.