,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 13/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.10.003.000.235
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
101
10/06/2005
სსმ, 70, 13/06/2005
040.030.010.10.003.000.235
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/06/2005 - 18/02/2009)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2005 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების სახით.

2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდოს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია).

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ქონების გადასაცემად.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი