დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 20/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №24
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის №101 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №70, მუხლი 763) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდოს „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი“.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წესდების დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ქონების გადასაცემად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები