წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ

  • Word
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110516002, 18/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 26/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.155.016037
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
13/05/2011
ვებგვერდი, 110516002, 18/05/2011
330130000.35.155.016037
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/05/2011 - 08/07/2011)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2011 წლის 13 მაისი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

განისაზღვროს პირველ კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახის შენობა-ნაგებობანი, რომელთა განთავსება/მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას:

ა) 60 მ2 -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

ბ) 20 მ3 -მდე მოცულობის 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10-მდე ჩაღმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;

დ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ სიმძლავრემდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ე) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისთვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ვ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

ზ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2 -მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობა ან/და დანადგარები;

თ) ხაზობრივი ნაგებობები - III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;

კ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5-მეტრისა;

ლ) შენობა-ნაგებობები, რომელთა მშენებლობა/განთავსება გათვალისწინებულია სახელმწიფო ან ადგილობივი ბიუჯეტიდან.

    მუხლი 2.

ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსდება:

ა) ქუჩის, მოედნის, სკვერის, პარკისა და სხვა საზოგადოებრივი სივცეების მომიჯნავედ; (შენობა-ნაგებობა არ ჩაითვლება მომიჯნავედ, თუ იგი დაშორებულია საზოგადოებრივი საზღვრიდან 50 მეტრის მანძილზე);

ბ) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან 100 მეტრიან და ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიან ზონაში;

გ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50 მეტრიან ზონაში და სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში;

    მუხლი 3.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციასთან ერთად, ამავე დადგენილების, ამავე, მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დამკვეთმა I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი; მიწის ნაკვეთის და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნაგებობების მესაკუთრეთა ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;

ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით (მასშტაბი 1:2000);

გ) სამშენებლო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით (მასშტაბი 1:500));

დ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში საინჟინრო გეოლოგიური კვლევა და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიურ-გეოლოგიურ საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ;

ე) ფასადების სქემატური ნახაზები ძირითადი ნიშნულების ჩვენებით.

    მუხლი 4.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის საქარველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  დ. მაჩიტიძე