დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711053, 13/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.155.016041 |
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2011 წლის 8 ივლისი
ქ. წალკა
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20–ე მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
ამოღებულ იქნეს „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 მაისის №31 დადგენილების (სსმ 18.05.2011) პირველი მუხლის “ლ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები