"გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4653
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110513019, 13/05/2011
ძალაში შესვლის თარიღი 15/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.016300
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4653
05/05/2011
ვებგვერდი, 110513019, 13/05/2011
360000000.05.001.016300
"გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/05/2011 - 25/03/2013)

საქართველოს კანონი

გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) XVI თავი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XVI

სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

    მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი

1. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენო სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ ;

ბ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებების და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ ;

ბ) „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ ;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ ;

დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ .

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

20 11 წლის 5 მაისი.

№4 653I