დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510011, 17/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.117.016054 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/05/2011 - 31/10/2011)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2011 წლის 6 მაისი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს :
ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №2 დადგენილება;
ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №5 დადგენილება;
გ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 5 მაისის №25 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . ფარჯანაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| N | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 7 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 8 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 9 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 10 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 11 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 12 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი | 340 |
| 13 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი | 280 |
| 14 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი | 150 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები