დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.117.016104 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 19 მარტი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110510011, 17/05/2011) და დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები“ განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარობით) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 7 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 8 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 9 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 10 | თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები ქ. ამბროლაურში, სადმელის, ხვანჭკარის და ლიხეთის თემებში | 700 |
| 11 | თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები სხვა თემებში | 600 |
| 12 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 13 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი | 370 |
| 14 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი | 300 |
| 15 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტი | 200 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები