დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510007, 10/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.08.002.016223 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2011 - 17/05/2011)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №246
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ
1. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილება თანდართული ხელშეკრულების საფუძველზე 5 წლის ვადით გადაეცეს ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებები განახორციელოს უშუალოდ თავისი ორგანოების ან/და თავის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილის წესით.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
დანართი
ხელშეკრულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირების შესახებ
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2011 წლის მაისს, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტსა და, მეორე მხრივ, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს შორის.
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. საქართველოს პრეზიდენტი 5 წლის ვადით ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
1.2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1. საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს:
2.1.1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.1.2. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.1.3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულებაზე ზედამხედველობა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები