დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის №246 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 971 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.08.002.016674 |
|
1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის №246 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 10/05/2011, 010250000.08.002.016223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილება თანდართული ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 1 მაისამდე გადაეცეს ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.“; |
ბ)
ბრძანებულების თანდართული საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირების შესახებ ხელშეკრულების 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1. საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის 1 მაისამდე ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები