დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110503036, 10/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016048 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2011 - 22/02/2012)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №28
2011 წლის 29 აპრილი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №10 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| №
|
თანამდებობათა დასახელება | თანამდებობათა სარგოები (ლარებში) |
|
| 1 | 2 | 3 |
|
| მთავარი საჯარო თანამდებობა |
| ||
| 1 | გამგებელი | 2360 |
|
| წამყვანი საჯარო თანამდებობა |
| ||
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 | |
| უფროსი საჯარო თანამდებობა |
| ||
| 3 | სამსახურის უფროსი | 700 |
|
| 4 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
|
| 5 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
|
| 6 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |
|
| უმცროსი საჯარო თანამდებობა |
| ||
| 7 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
|
| 8 | წამყვანი სპეციალისტი | 380 |
|
| 9 | უფროსი სპეციალისტი | 350 |
|
| 10 | სპეციალისტი | 330 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები