სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

  • Word
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016088
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9
22/02/2012
ვებგვერდი, 29/02/2012
010250050.35.108.016088
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/02/2012 - 26/10/2012)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2012 წლის 22 თებერვალი

ქ. სენაკი

 სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს 726 ბრძანებულების დანართი 4-ის შესაბამისად

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1 . დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის 28 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 10/05/2011წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016048).

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4 . დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 მუხლი 5. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია

დანართი1

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

 

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები (ლარებში)

1

2

3

1

გამგებელი

2360

2

გამგებლის მოადგილე

900

3

სამსახურის უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

700

4

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

5

გამგებლის თანაშემწე

450

უმცროსი საჯარო თანამდებობა

6

მთავარი სპეციალისტი

420

7

წამყვანი სპეციალისტი

380

8

უფროსი სპეციალისტი

350

9

სპეციალისტი

330