ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110503006, 04/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
56
02/05/2011
ვებგვერდი, 110503006, 04/05/2011
010260020.35.124.016031
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/05/2011 - 24/02/2012)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2011 წლი 2 მაისი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად;

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქალაქ ბაღდათისათვის განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწაზე 1მ2 -ზე – 2 ლარი;

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზაციო საფასურის 10%.

    მუხლი 2

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ბაღდათის სოფლებისათვის განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1მ2 -ზე – 1 ლარი;

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზაციო საფასურის 5%.

    მუხლი 3

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს ნივთის საპრივატიზაციო საფასურის 5%-ის ოდენობით.

    მუხლი 4

 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დროს საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 ნოემბრის №55 დადგენილება.

    მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               გ. რობაქიძე