დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3164 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/12/2003 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/01/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.418 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, № 32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ბინის (გარდა სასტუმროსი) ქირა, უძრავი ქონების (გარდა ახალაშენებული საცხოვრებელი შენობისა და ახალაშენებული ჰიდროელექტროსადურისა) მიწოდება (ახალაშენებულად ითვლება საცხოვრებელი შენობა და ჰიდროელექტროსადგური აშენებიდან 2 წლის განმავლობაში);“.
2. 273-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2003 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგიის იმპორტი გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, ხოლო ელექტროენერგიის გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, წარმოება და მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა (მათ შორის, სხვა მომხმარებლებისათვის შემდგომი მიწოდების მიზნით), დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილებას, საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების მოცულობა დღგ-ის მიზნებისათვის მთელი ამ პერიოდისათვის განისაზღვროს მათი ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების შესაბამისად, ამასთან, დღგ-ის ჩათვლა მოხდეს მათი ღირებულების ფაქტობრივად ანაზღაურების მიხედვით. აღნიშნული წესი 2005 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ კვლავ გავრცელდეს 2000 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებზე და 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგეტიკის საწარმოების მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოების საგადასახადო ვალდებულება, რომლებზედაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გასცა ლიცენზია ელექტროენერგეტიკულ საქმიანობაზე, შეიძლება შესრულდეს მესამე პირის – გადასახადის არაუშუალო გადამხდელის (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მოვალეების) მიერ, საგადასახადო ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე. ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიერ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ჰიდროელექტროსადგურებისათვის წყლის მიწოდება დღგ-ით დაიბეგროს 1999 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 2000 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე – დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებას, ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაკლისი არ განიხილება საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 23 დეკემბერი.
№3164–რს
დოკუმენტის კომენტარები