საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4548-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502029, 02/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 230020010.05.001.016285
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4548-Iს
19/04/2011
ვებგვერდი, 110502029, 02/05/2011
230020010.05.001.016285
საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/05/2011 - 27/03/2012)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, მათი რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესსა და ძირითად პირობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირებმა კეთილსინდისიერად შეინეს 2006 წლის 1 ივლისამდე, აგრეთვე არეგულირებს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც რეგისტრაციის განხორციელებისას წარმოადგენენ სახელმწიფოს.

2. ეს კანონი აგრეთვე არეგულირებს 2007−2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე (რეგისტრაციისას) ან/და პირველადი რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერის განხორციელებისას წარმოშობილ ზოგიერთ სამართლებრივ ურთიერთობას.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ;

) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – 50სმ3 -ზე მეტი ძრავის მუშა მოცულობის მქონე სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათი მისაბმელები, ნომრიანი აგრეგატები და დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა დადგენილი წესით რეგისტრაციასაც ახორციელებს სააგენტო;

) კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი, სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

) დაინტერესებული პირი – ამ მუხლის „ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების შემძენი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის განხორციელება ;

) პირველადი რეგისტრაცია დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სააგენტოში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), მისთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მის ი დაშვება.

    მუხლი 4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი

დაინტერესებული პირის მიერ შეძენილი, სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია არ განხორციელდება:

ა) თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა;

ბ) თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან მისი პირველადი რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) თუ დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეძენილი აქვს არაკეთილსინდისიერად ან არ დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ფაქტი;

დ) თუ დაინტერესებულმა პირმა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალება შეიძინა 2006 წლის 1 ივლისის შემდეგ;

ე) თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო

დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაცი ახორციელებს სააგენტო ამ კანონის II თავით დადგენილი წესით.

თავი II. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის წესი

    მუხლი 6. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის წესი

1. კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცი ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე .

2. კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება (განცხადება უნდა შეიცავდეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ამსახველ ფაქტობრივ გარემოებებს);

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე პირველადი რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შემცველი სხვა დოკუმენტები ;

გ) დაინტერესებული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის პირველადი რეგისტრაციის განხორციელებაც სურს დაინტერესებულ პირს ;

ე) სა ქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირველადი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის არარსებობის ფაქტი;

) კანონით განსაზღვრული საფასურები ს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები .

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენ დადასტურებულად მიიჩნიოს არანაკლებ ერთი მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე.

4. სააგენტო დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ პირველადი რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 10 სამუშაო დღეზე მეტი ვადა, სააგენტო უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ ვადის გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

5. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო განახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ კანონის მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას დაინტერესებული პირი თავისუფლდება აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან.

    მუხლი 7. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება და მისი გასაჩივრების წესი

1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე.

2. თუ სააგენტომ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის შესახებ ან პირველად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმად.

3. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაინტერესებულ პირს 5 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს წერილობითი გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე .

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272 -ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, ამ კანონით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.

3. პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272 -ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.

4. გათავისუფლდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან სააგენტოს ის უფლებამოსილი თანამშრომლები, რომლებმაც 2007−2009 წლებში განახორციელეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია (რეგისტრაცია) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის გარეშე.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან ან ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა ამ კანონის ამოქმედებამდე.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონი მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3−მე-7 მუხლები მოქმედებს ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე .

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4 548 I