თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/41
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502017, 10/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016083
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8/41
29/04/2011
ვებგვერდი, 110502017, 10/05/2011
010260020.35.111.016083
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/05/2011 - 29/06/2011)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №8/41

2011 წლის 29 აპრილი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურ ი პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 ივნისის დადგენილება 11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

    მუხლი 1.

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურ ი პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი, თანახმად დანართისა .

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ი. საღინაძე

შეტანილი ცვლილებები :

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის დადგენილება11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

 

დანართი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურ ი პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი

ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო- სამაშველო სამსახურ ი მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს.

თავი I

ზოგადი დებულება

    მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო- სამაშველო სამსახურ ი პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები:

  თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო- სამაშველო სამსახურ ი პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონები „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 2.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო - სამაშველო სამსახურ

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო- სამაშველო სამსახურ (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.

    მუხლი 3.

მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები

1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით.

2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს.

3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში.

5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.

6. მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან.

7. (ამოღებულია - 29.06.2011, №11/54)

8. სამსახურის საშტატო რიცხოვნ ბა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

    მუხლი 4. (ამოღებულია - 29.06.2011, №11/54)

    მუხლი 5.

მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება

1. სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება.

ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება);

ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება.

 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 ივნისის დადგენილება 11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

 

თავი II

სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და მათი გადაადგილება

 

    მუხლი 6.

სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი

1. სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.

2. (ამოღებულია - 29.06.2011, №11/54)

3. (ამოღებულია - 29.06.2011, №11/54)

4. სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 5. სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:

ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ბ) იმყოფება წინასწარ გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

გ)სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 ივნისის დადგენილება 11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია - 29.06.2011, №11/54)

თავი III

სამსახურებრივი დისციპლინა

    მუხლი 8.

სამსახურებრივი დისციპლინა

 სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას.

    მუხლი 9.

სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია:

ა) შექმნას შრომის, დასვენების, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები;

ბ)ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;

გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;

დ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.

    მუხლი 10. (ამოღებულია - 29.06.2011, №11/54)

    მუხლი 11. (ამოღებულია - 29.06.2011, №11/54)

    მუხლი 12.  წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი

1. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი აღძრავს შუამდგომლობას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის წინაშე, რომელიც თავის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შუამდგომლობას მოსამსახურის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

2. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა ცხადდება თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების შესახებ მოსამსახურეებს ეცნობა პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. დისციპლინური პასუხისმგებლობის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.

5. თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 ივნისის დადგენილება 11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

 

თავი IV

სამსახურის გავლის პირობები

    მუხლი 13. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

1. სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა.

2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 ივნისის დადგენილება 11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

    მუხლი 14. მოსამსახურეთა შვებულება

 მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი V

სამსახურიდან გათავისუფლება და საპენსიო უზრუნველყოფა

     მუხლი 15. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 ივნისის დადგენილება 11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

    მუხლი 16. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი

 სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI

მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები

    მუხლი 17. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება

1. სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 ივნისის დადგენილება 11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

    მუხლი 18. შეღავათები და გარანტიები

1. საჯარო მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის და საწვავი-საპოხი მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 29 ივნისის დადგენილება 11/54 -ვებგვერდი, 04.07.2011წ.

თავიVII

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 19. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

 წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.