„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №8/41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №8/41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11/54
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 29/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110630005, 04/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016098
  • Word
11/54
29/06/2011
ვებგვერდი, 110630005, 04/07/2011
010260020.35.111.016098
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №8/41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №11/54

2011 წლის 29 ივნისი

. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №8/41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის –  ფოთის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნას ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №8/41 დადგენილებაში (სსმ, 10.05.2011წ.), კერძოდ:

1. დადგენილების პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:“.

2. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-4 მუხლი ამოღებულ იქნას.

4. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება..

5. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს..

6. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-7 მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა ცხადდება თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

9. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა.“.

10. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 15. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.“.

11. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“;

12. დადგენილებით დატკიცებული დანართის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე