წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110418020, 20/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.155.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
27
15/04/2011
ვებგვერდი, 110418020, 20/04/2011
200140030.35.155.016033
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/04/2011 - 13/05/2011)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №27

2011 წლის 15 აპრილი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტისა და „წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის შესაბამისად,

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი განაკვეთით:

ა) ქ. წალკისათვის 1 კვ.მ - 0.11 ლარი;

ბ) წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ - 0,033 ლარი;

გ) წალკის მუნიციპალიტეტის დაბებში 1 კვ.მ - 0,055 ლარი;

დ) წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებათშორის არეალებში 1 კვ.მ - 0,027 ლარი;

ე) შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის      საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში 1 კვ.მ 0,055 ლარი;

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 მაისის №17 დადგენილება წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ .

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        დ. მაჩიტიძე