დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110516003, 18/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.155.016038 |
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №32
2011 წლის 13 მაისი
ქ. წალკა
„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის №27 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტისა და „წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილების შესაბამისად“.
მუხლი 2.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები