დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულებით GE-2941 გათვალისწინებული საწარმოთა დაკრედიტების კომპონენ¬ტიდან კომერციული ბანკებისათვის გადასესხებული საკრედიტო სახსრების დაბრუნების შედეგად აკუმულირებული თანხების გამოყენების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 509 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 20/12/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/12/2002 - 19/12/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №509
2002 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულებით GE-2941 გათვალისწინებული საწარმოთა დაკრედიტების კომპონენტიდან კომერციული ბანკებისათვის გადასესხებული საკრედიტო სახსრების დაბრუნების შედეგად აკუმულირებული თანხების გამოყენების შესახებ
1. საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 1997 წლის 14 აპრილს ხელმოწერილი საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულებით GE-2941 (საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი) გათვალისწინებული საწარმოთა დაკრედიტების კომპონენტიდან კომერციული ბანკებისათვის გადასესხებული საკრედიტო სახსრების დაბრუნების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან 4 (ოთხი) მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხოს 2002 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და დაექვემდებაროს აღდგენას 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ხოლო დანარჩენი თანხით, აგრეთვე შემდგომ დაბრუნებული თანხები გამოყენებულ იქნეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სექტორის, აგროგადამმუშავებელი მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და სერვისის მხარდაჭერის მიზნით საწარმოთა დაკრედიტებისათვის.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი):
ა) საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩიოს კომერციული ბანკები, რომლებზეც გადასესხდება ზემოაღნიშნული თანხები ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად;
ბ) შეიტანოს ცვლილებები კომერციულ ბანკებთან არსებულ მეორად სესხზე საკრედიტო ხელშეკრულებებში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად.
3. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრმა განიხილოს კომერციული ბანკების მიერ დასაფინანსებლად წარმოდგენილი პროექტების მიზნობრივი დაფინანსების მიზანშეწონილობა დაფინანსების დადგენილი კრიტერიუმების თანახმად და განახორციელოს დაფინანსებული პროექტების შემდგომი მონიტორინგი.
4. საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ განიხილოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სექტორისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მხარდაჭერის მიზნით საწარმოებზე გაცემული კრედიტების საპროცენტო მომსახურების სუბსიდირების საკითხი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები