საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწარმოთა დაკრედიტების კომპონენტი და კომერციული ბანკებისათვის გადასესხებული საკრედიტო სახსრების დაბრუნების შედეგად აკუმულირებული თანხების გამოყენების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 22/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.002
  • Word
613
19/12/2003
სსმ, 146, 22/12/2003
190.040.000.05.002.002
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწარმოთა დაკრედიტების კომპონენტი და კომერციული ბანკებისათვის გადასესხებული საკრედიტო სახსრების დაბრუნების შედეგად აკუმულირებული თანხების გამოყენების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №613

2003 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწარმოთა დაკრედიტების კომპონენტიდან კომერციული ბანკებისათვის გადასესხებული საკრედიტო სახსრების დაბრუნების შედეგად აკუმულირებული თანხების გამოყენების შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 1997 წლის 14 აპრილს ხელმოწერილი საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულებით (საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, კრედიტი №GE-2941) გათვალისწინებული საწარმოთა დაკრედიტების კომპონენ­ტიდან კომერციული ბანკებისათვის გადასესხებული საკრედიტო სახსრების დაბრუნების შედეგად 2003 წლის 1 დეკემბრამდე აკუმუ­ლი­რებული თანხა 1 314 000 ( მილიონ სამას თოთხმეტი ათასი) აშშ დოლა­რი და შემდგომ დაბრუ­ნებული თანხები სრულად მიიმართოს საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულებით №GE-2941 გათვალისწინებულ საწარმოთა დაკრედიტების კომპონენტიდან კომერციული ბანკებისათვის გადასეს­ხებული საკრედიტო სახსრების დაბრუნების შედეგად აკუმულირებული თანხების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 დეკემბრის №509 ბრძანებულება.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი