საშუალო სკოლებში განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ 12-წლიან სწავლებაზე გადასვლის ეტაპების შესახებ

  • Word
საშუალო სკოლებში განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ 12-წლიან სწავლებაზე გადასვლის ეტაპების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 430030000.05.002.000130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
312
08/05/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
430030000.05.002.000130
საშუალო სკოლებში განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ 12-წლიან სწავლებაზე გადასვლის ეტაპების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/05/1996 - 15/08/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 312

 1996 წლის 8 მაისი

 ქ. თბილისი

საშუალო სკოლებში განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ 12-წლიან სწავლებაზე გადასვლის ეტაპების შესახებ

საშუალო განათლების სისტემაში „განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულ ღონისძიებათა რეალიზაციისა და მათი განხორციელების ეტაპების დადგენის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს განათლების სამინისტროს წინადადება სასკოლო რეფორმის ეტაპობრივი განხორციელების შესახებ და დაწესდეს, რომ 1998-1999 სასწავლო წლიდან 12-წლიან სწავლებასა და შესაბამისად სწავლების ახალ შინაარსზე გადავლენ ელემენტარული სკოლის V-VI კლასები, ძირითადი სკოლის მე-7 და პროგიმნაზიის მე-7 კლასები, 2001 წელს – გიმნაზიისა და ლიცეუმის X კლასები.

2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ.კვაჭანტირაძე):

– 1996 წლის ივნისამდე კოლეგიაზე დაამტკიცოს ელემენტარული ძირითადი და საშუალო სკოლის სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები;

– 1996 წლის ბოლომდე ყველა საგანში დაამუშაოს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები I-VII კლასებისათვის, 1997 წლის მარტამდე – VIII-IX კლასებისათვის, ხოლო 1997 წლის ბოლომდე X-XI კლასებისათვის და მოამზადოს საჭირო სასწავლო მეთოდიკური კომპლექტები;   

– დაამტკიცოს სახელმძღვანელოების ავტორთა კოლექტივები იმ ვარაუდით, რომ სახელმძღვანელოების მომზადება, განხილვა და გამოცემა მოხდეს დამტკიცებული ეტაპების შესაბამისად;

– უზრუნველყოს დამტკიცებული სახელმწიფო საგანმანათებლო სტანდარტების, სასწავლო პროგრამების, მეთოდიკური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურისა და თვალსაჩინოების დროული გამოცემა და სკოლებისათვის მიწოდება;

– 1996-1997 წლებში უზრუნველყოს არაქართულენოვანი სკოლებისათვის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა, ხოლო 1999 წლისათვის – V-VII კლასების დანარჩენი სახელმძღვანელოების თარგმნა და გამოცემა;

– დასახოს და განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი ახალ საგანმანათებლო შინაარსზე გადასვლის შესაბამისად პედაგოგთა ეტაპობრივი გადამზადებისათვის, შეიმუშაოს საგანმანათებლო დაწესებულებების სანიმუშო ელემენტარული და ძირითადი სკოლების, აგრეთვე გიმნაზიისა და ლიცეუმის ტიპობრივი დებულებანი;

– ქმედითი დახმარება და კონტროლი გაუწიოს მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს საგანმანათებლო ქსელის რაციონალიზაციის, სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებების დისლოკაციის განსაზღვრის საქმეში.

3. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა განათლების სისტემის რეფორმის სახელმწიფო პროგრამით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმითა და სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მაჩვენებლების ფარგლებში ყველანაირად შეუწყონ ხელი ამ ბრძანებულების წინა პუნქტებში აღნიშნული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებას.

4. სამხარეო ადმინისტრაციებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად განათლების სამინისტროს მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობით შეიმუშაონ განათლების რეფორმის სამხარეო, საქალაქო და რაიონული პროგრამები.

5. საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციამ (ვ. აბაშიძე), ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციამ (ა. გოგელია) პედაგოგების, მეცნიერებისა და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენელთა მონაწილეობით გასწიონ ახსნა-განმარტებითი მუშაობა და უზრუნველყონ მოსახლეობის სიტემატური ინფორმირება განათლების სისტემის რეფორმის შესახებ.

ე. შევარდნაძე