დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110418002, 29/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.135.016027 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/04/2011 - 12/03/2012)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14
2011 წლის 8 აპრილი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ “ ქვეპუნქტის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ “ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შემოღებულ იქნეს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
2. განისაზღვროს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.
3. განისაზღვროს მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 2-ის შესაბამისად.
4. გადასახადისაგან გათავისუფლდეს :
ა. მრავალსართულიან (მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.
ბ. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.
5 . ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგასახადო კოდექსის ნორმებით.
6 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 11 წლის 23 თებერვლის №1 დადგენილება
7 . ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . ქათამაძე
დანართი 1
ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.
3. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისა თვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0.1%-ის ოდენობით.
4. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.
დანართი 2
მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში.
| № |
მიწის ხარისხი და კატეგორია | წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა -ზე (ლარებში ) |
| 1 | სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა (კარგი/მწირი ხარისხის) გარდა: საძოვრებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული); სათიბებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული); | 60
|
| 2 | საძოვრებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) | 15 |
| 3 | სათიბებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) | 19 |
| 4 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისთვის | 20 |
| 5 | ავტოფარეხისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი | 0,25 ლარი 1 მ2-ზე |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის | 3 ლარი 1 ჰექტარზე |
2. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური საბაზისო გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.
3. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1 ოდენობით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები