დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 06/08/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/08/2002 - 27/09/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №360
2002 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების განსახორციელებლად:
1. სამომხმარებლო ბაზრის უხარისხო და ფალსიფიცირებული კვების პროდუქტებისაგან დაცვის მიზნით „სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ნება დაერთოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურება განახორციელოს დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
2. მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავალი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურისათვის გახსნილი სპეციალური (არასაბიუჯეტო) სახსრების ანგარიშზე და მოხმარდეს ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, აგრეთვე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და დასაქმებულ მუშაკთა მატერიალურ წახალისებას.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები