დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 358 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 06/08/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/08/2002 - 14/09/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №358
2002 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ
„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრატეგიული და ფუნქციური რეფორმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №1325 და „საბაჟო სისტემის რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებებისა და „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრატეგიული და ფუნქციური რეფორმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №1325 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №231 განკარგულებებით დასახული ამოცანების, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით საბაჟო რეფორმის სფეროში მიმდინარე პროგრამების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით:
1. საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია განხორციელდეს საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის და დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში შეიქმნას შემდეგი სტრუქტურული ერთეულები (საბაჟო ორგანოები):
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო;
გ) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი“;
დ) რეგიონალური საბაჟო „ჩრდილოეთი“;
ე) რეგიონალური საბაჟო „სამხრეთი“;
ვ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი“;
ზ) რეგიონალური საბაჟო „რკინიგზა“;
თ) რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟო“.
3. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საქართველოს აეროპორტებსა (აეროდრომებსა) და ღია პორტებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები სტრუქტურულად დაექვემდებარონ შემდეგ რეგიონალურ საბაჟოებს:
ა) საბაჟო-გამშვები პუნქტები „სარფი“, „ბათუმის პორტი“, „ბათუმის აეროპორტი“ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს;
ბ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „მტკვარი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „უდაბნო“, „საბათლო“, „ვაშლოვანი“, „თბილისის აეროპორტი“ – რეგიონალურ საბაჟო „აღმოსავლეთს“;
გ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“, „გორი“ რეგიონალურ საბაჟო „ჩრდილოეთს“;
დ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „ვალე“, „ნინოწმინდა“ – რეგიონალურ საბაჟო „სამხრეთს“;
ე) საბაჟო-გამშვები პუნქტები „ფოთის პორტი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სენაკის აეროპორტი“, „მამისონი“ – რეგიონალურ საბაჟო „დასავლეთს“;
ვ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „გარდაბანი“, „სადახლო“, „ფოთი“ – რეგიონალურ საბაჟო „რკინიგზას“.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის რეორგანიზაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის (საბაჟო დეპარტამენტისა და ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბაჟო ორგანოების დებულებების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის, საბაჟო ორგანოების მოხელეთა საკვალიფიკაციო და სპეციალური მოთხოვნების, მოხელეთა ატესტაციის, შესარჩევი კონკურსის პროგრამის და ჩატარების წესის) შემუშავება და ამოქმედება.
5. საბაჟო დეპარტამენტს დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების უფლებამოსილება შეწყდეს და ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურა ამოქმედდეს 2002 წლის 10 სექტემბრიდან.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები