,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შეახებ``

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შეახებ``
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 24/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.05.002.002
  • Word
68
19/02/2004
სსმ, 20, 24/02/2004
200.220.010.05.002.002
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შეახებ``
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №68

2004 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ

საბაჟო რეფორმის სფეროში მიმდინარე პროგრამების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაუქმდეს (ლიკვიდირებულ იქნეს) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული – რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟო“.

2. საქართველოს  ფინანსთა  სამინისტრომ:

ა) ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ორ კვირაში მოამზადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებები;

ბ) საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაცია  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟოს“ ლიკვიდაციის შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა დასაქმება განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულებიდან (სსმ III, №79, 2002 წ., მუხ 721) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.

მ. სააკაშვილი