დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტის - სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის მიერ ინსპექტორების, შემოწმების ჩატარების წესის, ინსპექტირების ობიექტების საქმიანობისა და მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დებულების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 694 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 27/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/11/1997 - 25/06/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება N694
1997 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის მიერ ინსპექტორების, შემოწმების ჩატარების წესის, ინსპექტირების ობიექტების საქმიანობისა და მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დებულების თაობაზე
დამტკიცდეს დებულება საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის მიერ ინსპექტირების, შემოწმების ჩატარების წესის, ინსპექტირების ობიექტების საქმიანობისა და მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმის შესახებ.
ე. შევარდნაძე
დებულება საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის მიერ ინსპექტირების, შემოწმების ჩატარების წესის, ინსპექტირების ობიექტების საქმიანობისა და მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების შესახებ
I. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის (შემდგომში მთავარი სამხედრო ინსპექცია) მიერ ინსპექტირების ობიექტების საქმიანობის ინსპექტირებისა და ცალკეული შემოწმების წესს, აგრეთვე მათი საქმიანობის, მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმებს, მთავარი სამხედრო ინსპექიის საინსპექციო კომისიების და ჯგუფების ფორმირების და საქმიანობის წესსა და სტატუსს, მათ შემადგენლობაში სპეციალისტების და ექსპერტების (შემდგომში სპეციალისტები) ჩართვის მექანიზმს, საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად ინსპექტირების ობიექტის ვალდებულებებს.
2. შემოწმება გულისხმობს ინსპექტირების ობიექტების საქმიანობის და მდგომარეობის ერთი ან რამდენიმე მიმართულების შესწავლასა და შეფასებას.
3. ინსპექტირება გულისხმობს ინსპექტირების ობიექტის (დაქვემდებარებული დანაყოფების) მართვის ორგანოს საქმიანობის და მდგომარეობის ყოველმხრივ (ყველა მიმართულებით) შემოწმებას.
4. ინსპექტირების ობიექტებს წარმოადგენენ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 მარტის N 08-ს ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექციის დებულების 1.4. პუნქტით განსაზღვრული ობიექტები და მათი სტრუქტურული დანაყოფები:
4.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
4.2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი;
4.3. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სპეციალური დანიშნულების რაზმი;
4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, სადესანტომოიერიშე ბრიგადა, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი;
4.5. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი.
II. ინსპექტირების მიზნები და ამოცანები
1. ინსპექტირების (შემოწმების) მიზანია შეისწავლოს:
1.1. სამხედრო ძალებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, სამხედრო საკითხებზე გამოცემული სხვა ნორმატიული აქტების დაცვის მდგომარეობა;
1.2. სამხედრო ძალებში სამხედრო-საკადრო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და რეალიზაციის მიმდინარეობა;
1.3. სამხედრო ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა, მათი ბრძოლისუნარიანობა და სამხედრო დისციპლინის მდგომარეობა;
1.4. სამხედრო ძალების სათანადო შეიარაღებით, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველყოფა;
1.5. ინსპექტირების ობიექტების შენახვისა და განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კანონიერება;
1.6. სახელმწიფოში სამხედრო რეზერვების მომზადებისა და სახედრო ძალების წვევამდელებით დაკომპლექტების საკითხები;
1.7. ინსპექტირების ობიექტებზე სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დარღვევისა და მათ შორის არასაწესდებო ურთიერთობის ფაქტები;
1.8. ინსპექტირების ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირების მდგომარეობა;
1.9. სამხედრო ძალების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა;
1.10. დამტკიცებული ნორმების ფარგლებში სამხედრო ძალების სურსათით, სანივთე ქონებით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალებით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგების მდგომარეობა და მოხმარების კანონიერება;
1.11. სამხედრო ძალების განთავსების ადგილებში საცხოვრებელი ყაზარმების, სხვა სამხედრო დამხმარე შენობა-ნაგებობების, სამხედრო ქალაქების მდგომარეობა და მათი კომუნალური უზრუნველყოფა;
1.12. ინსპექტირების ობიექტების სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
1.13. პრეზიდენტის დავალების შესაბამისად აგრეთვე სხვა საკითხები.
2. ინსპექტირების მიზნებიდან გამომდინარე ობიექტის ინსპექტირების ძირითადი ამოცანებია, შემოწმდეს და შეფასდეს:
2.1. მართვის ორგანოს შესაძლებლობანი, შეასრულოს მართვის ფუნქციები დანიშნულების მიხედვით;
2.2. მართვის ორგანოს უნარი, მოვიდეს მზადყოფნაში დანიშნულების მიხედვით საბრძოლო დავალებების შესასრულებლად და ჩაატაროს მობილიზაცია;
2.3. საბრძოლო მორიგეობის მდგომარეობა;
2.4. ოპერატიული მზადება;
2.5. საბრძოლო მომზადება;
2.6. პირადი შემადგენლობის მორალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სამხედრო დისციპლინა;
2.7. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მდგომარეობა;
2.8. ზურგის მდგომარეობა;
2.9. საჯარისო სამსახური;
2.10. კადრების მუშაობა;
2.11. ჯარების (ძალების) ფარული მართვის რეჟიმი;
2.12. სამობილიზაციო მზადყოფნა;
2.13. საფინანსო საქმიანობა;
2.14. სამეურნეო საქმიანობა.
2.15. ობიექტის დაცვის საიმედოობა და საპატრულო სამსახურის ხარისხიანობა. 2.16. საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და განსაკუთრებული (საზღვაო) ეკონომიკური ზონის დაცვის მდგომარეობა და ოპერატიულ-საძიებო საქმიანობა. 2.17. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისათვის მოწმდება საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობა და სამსახურებრივ-საბრძოლო მომზადება.
2.18. გარდა ამისა სპეციფიკური ფუნქციების მატარებელი ინსპექტირების ობიექტები და მათი დანაყოფები მოწმდება და ფასდება საკუთარი, სპეციფიკური საქმიანობის მარეგლამენტირებული დოკუმენტების შესაბამისად.
3. ინსპექტირებისას (შემოწმებისას) საინსპექციო კომისა აანალიზებს და აძლევს შეფასებას ინსპექტირების ობიექტის მდგომარეობას, მის მიერ ძირითადი დავალებებისა და ფუნქციონირების შესრულებას, მისი დანიშნულებისადმი შესაბამისობას, საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების, ჯარების (ძალების) მომზადების მიმართულებასა და დონეს, დაწესებული ნორმატივების, საბრძოლო მომზადებისა და სროლების კურსების, მართვის დამხმარე სახელმძღვანელოების, დარიგებების, მითითებების ობიექტურობას, შეიმუშავებს დასკვნებსა და წინადადებებს.
4. შეფასება ხორციელდება შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომლებიც თან ერთვის აღნიშნულ დებულებას. კრიტერიუმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან შეთანხმების შემდეგ.
III ინსპექირების ჩატარების წესები
1. ინსპექტირების ჩატარების სიხშირე არ აღემატება 3 წელიწადში ერთს.
2. ინსპექტირების (შემოწმების) ჩატარების ხანგრძლივობა:
2.1. განისაზღვრება მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის მიერ და იგი:
ა) არ აღემატება 21 დღეს ინსპექტირებისათვის;
ბ) არ აღემატება 14 დღეს შემოწმებისათვის.
2.2. გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით, ის შეიძლება გაგრძელებულ იქნას.
3. ინსპექტირებას (შემოწმებას)მთავარი სამხედრო ინსპექცია ახორციელებს პერსპექტიული, წლიური და კვარტალური გეგმების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს არაგეგმიური (უეცარი) ინსპექტირება (შემოწმება).
3.1. პერსპექტიული გეგმა დგება სამი წლის პერიოდისათვის და შეიცავს გრძელვადიანი ხასიათის ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია საინსპექციო ობიექტების განვითაოებასთან, რეფორმებთან, და ამ დებულების II თავის I მუხლით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებასთან.
3.2. წლიური გეგმა დგება პერსპექტიული გეგმის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მითითებების, საინსპექციო ობიექტების მუშაობის პერსპექტიული და წლიური გეგმების გათვალისწინებით.
3.3. კვარტალური გეგმა მზადდება წლიური გეგმის. საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავრსარდლის მითითებების გათვალისწინებით.
3.4. პერსპრექტიულ, წლიურ და კვარტალურ გეგმებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან შეთანხმების შემდეგ ამტკიცუებს საქართველოს პრეზიდენტი _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3.5. გეგმიდან ამონაწერი და ინსპექტირების საკონტროლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ეგზავნება ინსპექტირების ობიექტების ხელმძღვანელობის მხოლოდ მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის (მისი მოადგილის) გადაწყვეტილებით.
4. ინსპექტირების (შემოწმებების) მომზადებაში შედის:
4.1. მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის შიდა ბრძანების მომზადება ინსპექტირების (შემოწმებების) ჩატარების შესახებ, რომელშიც კონკრეტულად განსაზღვრულია ინსპექტირების ობიექტი, ინსპექტირების (შემოწმებების) მიზნები და ამოცანები, საინსპექციო კომისიის ცალკეული ჯგუფების შემადგენლობა,მისი მუშაობის ვადები, საანგარიშო მასალების მიწოდების ფორმა და ვადა, საინსპექციო კომისიის (ცალკეული ჯგუფების) მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
4.2. საინსპექციო კომისიისა და ცალკეული საინსპექციო ჯგუფების მუშაობის გეგმის შედგენა, რომელშიც მკაფიოდ უნდა იქნეს რეგლამენტირებული:
ა) ინსპექტირების ობიექტის შემოწმების მიმართულება და მოცულობა;
ბ) ინსპექტირების მომზადების, დაწყების, მიმდინარეობისა და დამთავრების ვადები;
გ) საანგარიშო მასალების მოწოდების ფორმები და ვადები;
დ) მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ე) დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც ინსპექტირების ობიექტების ხელმძღვანელობამ უნდა გადასცეს საინსპექციო კომისიას ინსპექტირების დაწყებამდე მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ.
ვ) საინსპექციო კომისის (ინსპექტორთა ჯგუფის) წევრთა, ინდივიდუალური მომზადების, შეკრებების თათბირების,კონსულტაციების, ინსტრუქტაჟების ჩატარების ფორმები და ვადები;
ზ) საინსპექციო ობიექტებისათვის გეგმიდან ამონაწერის გაცნობა (არაუგვიანეს 10 დღისა ინსპექტირების დაწყებამდე);
გეგმას ამტკიცებს მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი (არყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე).
5. ინსპექტირებას (შემოწმებას) ატარებენ საინსპექციო კომისიები.
5.1. საინსპექციო კომისიის ფორმირება ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინსპექტირების შესახებ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
5.2. საინსპექციო კომისია შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამოდენიმე ჯგუფებისაგან, გამომდინარე დაგეგმილი სამუშაოს მოცულობიდან, ინსპექტირების (შემოწმების) მიზნებიდან და ამოცანებიდან.
5.3. საინსპექციო კომისიის ფორმირების შესახებ გადაწყვეტილებტს მიღების შემდეგ მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი შიდა ბრძანებით ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს, ხოლო ცალკეულ საინსპექციო ჯგუფებში უფროსებს მთავარი სამხედრო ინსპექციის შემადგენლობიდან.
5.4. საინპექციო კომისიის (ჯგუფის) ხელმძღვავნელი მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრას საინსპექციო კომისიის (ჯგუფის)რიცხობრივ შემადგენლობას და სათანადო სპეციალისტების მოწვევის აუცილებლობას.
5.5. საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) სამხედრო ინსპექტორებით და სათანადო სპეციალისტებით დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსს.
5.6. სპეციალისტების შერჩევას საინსპექციო კომისიების (ჯგუფების) ხელმძღვნელებთან ერთად ახორციელებს მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი.
5.7. სპეციალისტების შერჩევა ხდება სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთაგან, აგრეთვე კერძო პირთაგან, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია.
5.8. სპეციალისტის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ დებულების III თავის 5.7. პუნქტში აღნიშნული დაწესებულების (ორგანიზაციის) ხელმძღვანელის აზრი სპეციალისტის კვალიფიკაციის შესახებ. დაწესებულების (ორგანიზაციის) ხელმძღვანელი მიავლენს შერჩეული სპეციალისტს მთავარი სამხედრო ინსპექციის განკარგულებაში შეთანხმებული ვადით.
5.9. მთავარი სამხედრო ინსპექციის სათანადო მიმართვის საფუძველზე სპეციალისტების შერჩევა შეიძლება ეთხოვოს იმ დაწესებულების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელობას საიდანაც უნდა მოხდეს სპეციალისტების მოწვევა.
5.10. შეთანხმების შემდეგ მთავარი სამხედრო ინსპექციასა და სპეციალისტს შორის იდება სათანადო შრომითი ხელშეკრულება.
5.11. შრომითი ხელშეკრულებაში მხარეთა უფლებებთან,ვალდებულებეთან, პასუხისმგებლობასთან ერთად აღინიშნება სპეციალისტის მოწვევის კონკრეტული ვადები,შრომის ანაზღაურების მოცულობა და მექანიზმი.
5.12. საინსპექციო კომისიაში (ჯგუფში) სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ხდება საინსპექციო კომისიაში (ჯგუფში) მუშაობის დღიური თანამდებობრივი განაკვეთის შესაბამისად.
5.13. საინსპექციო კომისიაში (ჯგუფში) გაწეული მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით სპეციალისტს შეიძლება პრემიის სახით მიეცეს დამატებითი ანაზღაურება არაუმეტეს სახელშეკრულებო თანხის 50 %-ისა.
5.14. საინსპექციო კომისიაში (ჯგუფში) მუშაობის პერიოდში სპეციალისტს უნარჩუნდება ძირითადი სამუშაო ადგილი და ძირითადი სამუშაო ადგილით გათვალისწინებული ყველა უფლება (ხელფასის ჩათვლით).
5.15. საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) ფორმირება და მისი წევრების დამტკიცება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 20 დღისა ინსპექტირების (შემოწმების) დაწყებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ტარდება არაგეგმიური, მოულოდნელი ინსპექტირება (შემოწმება). ამ შემთხვევაში მოქმედებს მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის მიერ შემოღებული რეგლამენტი.
5.16. შერჩეული სპეციალისტებისაგან, ფორმირდება სპეციალური რეზერვი.
5.17. საინპექციო კომისიის (ჯგუფის) ერთი ან რამოდენიმე დამტკიცებული წევრის შრომის უნარიანობის დროებითი დაკარგვის შეითხვევაში მთავრი სამხედრო ინსპექციის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას:
ა) რეზერვიდან მისი სხვა თანამშრომლით, სპეციალისტით შეცვლის შესახებ;
ბ) შესაბამისი შეთანხმების შემდეგ, ინსპექტირების (შემოწმების) დაწყების (დამთავრების) ვადების გადატანის შესახებ.
5.18. საინსპექციო კოსისიის (ჯგუფის) ჩამოყალიბების შემდეგ, დგება ინსპექტირების (შემოწმების) დეტალური გეგმა, რომელიც არაუგვიანეს 15 დღისა ინსპექტირების (შემოწმების) დაწყებამდე მტკიცდება მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის მიერ.
5.19. საინპექციო კომიის (ჯგუფის) ხელმძღვანელი,ინსპექტირების (შემოწმების) დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს უგზავნის ამონაწერს დამტკიცებული გეგმიდან.
5.20. ამონაწერში სხვა ღონისძიებებთან ერთად აისახება გეგმით გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს ინსპექტირების (შემოწმების) დაწყებამდე ინსპექტირების ობიექტის მიერ.
მათ შორის:
ა) ინსპექტირებისათვის აუცილებელი ინფორმაციის, დოკუმენტების და სხვა სახის მასალების მიწოდება:
ბ) საინსპექციო კომისიის (ჯგუფი) წევრების ინსპექტირებასთან(შემოწმებასთან) დაკავშირებული გადაადგილებისათვის (ინსპექტირების ობიექტთან და მის ქვედანაყოფებთან მისაყვანად და უკან დასაბრუნებლად) აუცილებელი სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფა;
გ) საინსპექციო კომისიის (ჯგუთფის) კავშირგაბმულობის აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფა,
დ) საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) წევრებისათვის აუცილებელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;
ე) სხვა აუცილებელი (საჭიროებისდა მიხედვით) ღონისძიებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საინსპექციო კომისიის ჯგუფის უსაფრთხო, შეუფერხებელი მუშაობა.
5. 21. ინსპექტირების (შემოწმების) მომზადების, ჩატარების და შედეგების შეჯამებისას საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) ხელმძღვანელი ახორციელებს საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) წევრთა ინსტრუქტაჟის, ინდივიდუალური მომზადების, კონსულტაციების, თათბირების, შეკრებების და სხვ. ორგანიზაციას.
6. ინსპექტირების (შემოწმების) დროს საბრძოლო დავალების,ფრენის, ლაშქრობის, სროლებისა და სხვ. უსაფრთხო ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უფროსებს, რომლებიც მართავენ ჯარებს (ძალებს), გაერთიანებებს, შენაერთებს, ნაწილებს, დაწესებულებებს.
6.1. საინსპექციო კომისიის წევრები არ უნდა ჩაერიონ მართვაში, მაგრამ უფლება აქვთ და ვალდებულნი არიან შეაჩერონ დავალების შესრულება, როდესაც ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელობა ან პირადი შემადგენლობა უხეშად არღვევს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის დაუყოვნებლივ ეცნობება საინსპექციო კომისიის უფროსს და საინსპექციო ობიექტის უშუალო ხელმძღვანელს.
6.2. საინსპექციო კომისიის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას ინსპექტირების(შემოწმების) შეჩერების შესახებ და აცნობებს მთავარ სამხედრო ინსპექციის უფროსს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ინსპექტირების გაგრძელების თაობაზე.
6.3. იმ შემთხვევაში, როდესაც შენაერთებში, ნაწილებში არ არის უზრუნველყოფილი სამხედრო წესრიგი. ინსპექტირება არ დაიწყება წესრიგის სრულ აღდგენამდე.
7. ინსპექტირების (შემოწმების) საიდუმლოების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული დოუკმენტების საფუძველზე.
8. ინსპექტირების (შემოწმების) დამთავრებისა და სათანადო მასალების გაფორმების შემდეგ მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის ბრძანებით საინსპექციო კომისია (ჯგუფი) წყვეტს თავის ფუნქციონირებას.
9. ინსპექტირების (შემოწმებების)დამთავრებისა და მასალების გაფორმების შემდეგ საინსპექციო,კომისიის თავმჯდომარე განიხილავს ინსპექტირების (შემოწმების) მასალებს.
9.1. საერთო განხილვამდე საინსპექციო ჯგუფების უფროსები აწყობენ კერძო განხილვებს იმ ინსპექტირების ობიექტების სტრუქტურებში, სადაც შედგა ინსპექტირება (შემოწმებები). განხილვის მონაწილეთა შემადგენლობას განსაზღვრავენ საინსპექციო კომისიებისა და ინსპექტორთა ჯგუფების უფროსები.
9.2. განხილვის დროს, ადგილის, მონაწილეთა შემადგენლობის შესახებ საინსპექციო კომისიის თავმჯდომარე აცნობებს მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსს ან მის მოადგილეს, ინსპექტირების (შემოწმებების) შედეგებით დაინტერესებულ სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელობს, ინსპექტირების სხვა ობიექტების წარმოადგენლობას, როცა მიზანშეწონილია ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის განზოგადება.
10. ინსპექტირებაში (შემოწმებებში), აგრეთვე მისი შედეგების განხილვაში მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენელთა მონაწილეობა დაიშვება მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის (მისი მოადგილის) ნებართვით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.
11. ინსპექტირების ობიექტის მართვის ორგანომ ინსპექტირების (შემოწმებების) შედეგების განხილვიდან ორი კვირის ვადაში უნდა შეიმუშაოს ინსპექტირების (შემოწმებების) დროს გამოვლენილი ნაკლოვანებების, აღმოფხვრის გეგმა, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება მთავთარ სამხედრო ინსპექციას.
12. ინსპექტირების ობიექტები, რომლებმაც მიიღეს საერთო შეფასება "არადამაკმაყოფილებელი" ექვემდებარებიან განმეორებით ინსპექტირებას (შემოწმებას) რომლის მიმართულება და ვადები გამომდინარეობს გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის გეგმიდან.
13. იმ შემთხვევაში. როდესაც ინსპექტირების ობიექტს ხელმძღვანელი არ ეთანხმება საინსპექციო კომისიის(საინსპექციო ჯგუფის) დასკვნებსა და წინადადებებს, უფლება აქვს მიმართოს ამის შესახებ მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
IV. ინსპექტირების (შემოწმების) შედეგების დოკუმენტირება
1. ინსპექტირების (შემოწმების დამთავრების შემდეგ საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) წევოები ადგენენ მოხსენებით ბარათებს ინსპექტირების (შემოწმების) შესახებ.
2. ინსპექტირების (შემოწმების) შედეგების შესახებ საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) წევრების მოხსენებითი ბარათების საფუძველზე საინსპექციო ჯგუფის უფროსი ადგენს აქტს ინსპექტირების შესახებ. აქტს ხელს აწერენ საინსპექციო ჯგუფის უფროსი და წევრები, რასაც ჯგუფის უფროსი ადასტურებს ბეჭდის დასმით.
3. საინსპექციო ჯგუფის აქტს ინსპექტირების შესახებ ამტკიცებს საინსპექციო კომისიის თავმჯდომარე.
4. ცალკეული ჯგუფების აქტების საფუძველზე საინსპექციო კომისიის მდივანი ამზადებს საინსპექციო კომისიის აქტს, რასაც კომისიაზე განხილვის შემდეგ ხელს აწერენ ჯგუფის უფროსები, მდივანი და სინსპექციო კომისიის თავმჯდომარე. საინსპექციო კომისიის აქტს ამტკიცებს მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი.
5. შემოწმების შედეგები საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) წევრების მოხსენებითი ბარათების საფუძველზე ფორმდება კომისიის სახით IV თავის 2, 3, 4 მუხლებში აღნიშნული თანმიმდევრობით.
6. საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული აქტი ინსპექტირების შესახებ (ცნობა შემოწმების შესახებ) განსახილველად გადაეცემა მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსს არაუგვიანეს 1- დღისა ინსპექტირების (შემოწმების) დამთავრებიდან.
7. აქტი ინსპექტირების შესახებ (ცნობა შემოწმების შესახებ) გადაეცემა ინსპექტირების ობიექტის მართვის ორგანოს. აქტის მიღებას და გაცნობას მართვის ორგანო ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით.
8. ინსპექტირების შესახებ აქტის (შემოწმების შესახებ ცნობის) ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელობას, აუცილებლობის შემთხვევაში (მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით) სხვა ინსტანციებს.
9. ინსპექტირების შესახებ აქტის (შემოწმების შესახებ ცნობის) საფუძველზე მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი ადგენს მოხსენებით ბარათს პრეზიდენტის სახელზე და მის შინაარსს აცნობებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს.
9.1. მოხსენებით ბარათში რომლის მოცულობა არ აღემატება 5 გვერდს:
ა) შეჯამებულია ინსპექციის შედეგები:
ბ) მოცემულია ნაკლოვანებათა ობიექტური ანალიზი;
გ) აღნიშნულია კონკრეტული წინადადებები ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად.
10. მოხსენებითი ბარათი აქტთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს ეგზავნება ინსპექტირების დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
დანართი
საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდჟლის მთავრი სამხედრო ინსპექციის ინსპექტირების ობიექტების საქმიანობისა და მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები
I. ინსპექტირების ობიექტის მართვის ორგანოს შეფასება
1. შეუძლია შეასრულოს მართვის ფუნქციები დანიშნულების მიხედვით, თუ:
1.1. ინსპექტირებისას მართვის ორგანომ გამოავლინა ორგანიზებული და შეთანხმებული მოქმედების უნარი, იღებდა დროულ და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს დავალებების (შექმნილი გარემოებების) შესაბამისად, სრულყოფილად მოამზადა დოკუმენტაცია და შექმნა სათანადო პირობები ოპერაციის (საბრძოლო მოქმედებების) წარმატებით ჩასატარებლად, მტკიცედ და განუწყვეტლივ ახორციელებდა ჯარების (ძალების) მართვას.
1.2. მართვის ორგანოს ხელმძღვანელობას (პირად შემადგენლობას) გააჩნია თანამდებობის შესაბამისი პროფესიული მომზადება და ის კარგად იცნობს საინსპექციო ობიექტის მარეგლამენტირებელ დოკუმენტებს, ფუნქციურ მოვალეობებს, დაქვემდებარებულ ჯარებში (ძალებში) დაწესებულებეში და სამსახურებში საქმის ვითარებას.
1.3. დაგეგმილია მართვის ორგანოს თანამდებობის პირთა მუშაობა,გეგმები სრულდება დადგენილ ვადებში, ხორციელდება მუდმივი კონტროლი ჯარების (ძალების), დაწესებულებების, სამსახურების საქმანობისადმი, მუდმივად ხორციელდება საქმის ვითარების, ოპერატიული, საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადების შედეგების ანალიზი.
1.4. დაქვემდებარებულ სტრუქტურულ დანაყოფებს მიეცათ დადებითი შეფასება ინსპექტირების ძირითადი მიმართულებების მიხედვით.
1.5. ინსპექტირების ობიექტის დებულებითა და თანამდებობის პირთა ფუნქციური მოვალეობების ჩამონათვალით განსაზღვრულია ყველა დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების მიერ.
1.6. შედგენილია და დამტკიცებულია ინსპექტირების ობიექტის განვითარების პერსპექტიული გეგმა.
2. შეზღუდულად შეუძლია შეასრულოს მართვის ფუნქციები დანიშნულების მიხედვით, თუ:
2.1. ინსპექტირებისას მართვის ორგანომ გამოავლინა ორგანიზებული და შეთანხმებული მოქმედების უნარი, იღებდა დროულ და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს დავალებების (შექმნილი გარომოებების) შესაბამისად, მოამზადა დოკუმენტაცია და შექმნა სათანადო პირობები, მათ შორის ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფისათვის, ოპერაციის (საბრძოლო მოქმედებების) ჩასატარებლად უმნიშვნელო ნაკლოვანებებით, ჯარების (ძალების) მართვას ახლდა ცალკეული ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებდნენ საბრძოლო დავალებების შესრულებას,მაგრამ არ გამოუწვევიათ მათი ჩაშლა, ან
2.2. მართვის ორგანოს ხელმძღვანელობის (პირადი შემადგენლობის) პროფესიული მომზადება შეფასებულია დამაკმაყოფილებლად, ან ხელმძღვანელობა (პირადი შემადგენლობა) არასრულყოფილად იცნობს საინსპექციო ობიექტს მარეგლამენტიებელ დოკუმენტებს, დაწესებულებებში, სამსახურებში საქმის ვითარებას, ან
2.3. მართვის ორგანოს თანმადებობის პირთა საქმიანობის გეგმა სრულდება ნაწილობრივ, ან ადგილი აქვს ღონისძიებების გადავადებას, ან არასისტემატიურად ხორციელდება დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის, პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადებისა და სხვა სამუშაოთა შესრულების ანალიზი, ან
2.4. დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების არა უმეტეს 20 პროცენტისა შეფასდა არადამაკმაყოფილებელი ნიშნით, ან
2.5. ინსპექტირების ობიექტის დებულებითა და თანამდებობის პირთა ფუნქციური მოვალეობების ჩამონათვალით სრულად არ არის განსაზღვრული დავალებები, რომლებიც უნდა შესრულდეს დაქვემდებარებული სატრუქტურული დანაყოფების მიერ, ან 2.6. არ არის შედგენილი ინსპექტირების ობიექტის განვითარების პერსპექტიული გეგმა.
3. არ შეუძლია შეასრულოს მართვის ფუნქციები დანიშნულების მიხედვით, თუ:
3.1. ინსპექტირებისას მართვის ორგანო მოქმედებდა არაორგანიზებულად, მიღებული გადაწყვეტილებები არ შეესაბამებოდა დავალებებს (შექმნილ ვითარებას), ოპერაციის (საბრძოლო მოქმედების) შესრულებას ახლდა ნაკლოვანებები, რომლებმაც არსებითად იმოქმედოს საბოლოო შედეგებზე, არ მიიღო ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფის ზომები, დაკარგა ჯარების (ძალების) მართვა, რამაც გამოიწვია დავალების შესრულების ჩაშლა, ან
3.2. მართვის ორგანოს ხელმძღვანელობის (პირადი შემადგენლობის) პროფესიული მომზადება არადამაკმაყოფილებლად, ან ხელმძღვანელობა (პირადი შემადგენლობა) არ იცნობს ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის მარეგლამენტირებელ დოკუმენტებს,არ იცის ფუნქციონალური მოვალეობები, ან ის არ ფლობს დაქვემდებარებულ ჯარებში (ძალებში), დაწესებულებებში, სამსახურებში საქმის ვითარებას, ან 3.3. მართვის ორგანოს თანამდებობის პირთა საქმიანობა არ არის დაგეგმილი, ან დაგეგმილია ფორმალურად, დაქვემდებარებულ ჯარებზე (ძალებზე), დაწესებულებეზე, სამსახურებზე დაკისრებული დავალებების გაუთვალისწინებლად, ან ისინი არ ასრულებენ მუშაობის გეგმებს, ან ეპიზოდურად ახორციელკბენ ჯარების (ძალების) დაწესებულებების, სამსახურების საქმიანობის კონტროლს, ან ზერელედ, ობიექტური ინფორმაციის გარეშე აანალიზებენ საქმის ვითარებას, ან ფორმალურად აჯამებენ პროფესიული მომზადების შედეგებს.
3.4. დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების 20 პროცენტზე მეტი შეფასდა არადამკმაყოფილებელი ნიშნით.
3.5. ინსპექტირების ობიექტის დებულებითა და თანადებობის პირთა ფუნქციური მოვალეობების ჩამონათვალი არ არის განსაზღვრული დავალებები, რომლებიც უნდა შესრულდეს დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების მიერ.
4. იმ შემთხვევაში, თუ საინსპექციო კომისია (ჯგუფი) ინსპექტირების ობიექტების მართვის ორგანოს აფასებს როგორც უუნაროს, შეასრულოს მართვის ფუნქციები დანიშნულების მიხედვით, საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) უფროსი დაუყოვნებლივ მოახსენებს ამის შესახებ მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსს.
4.1. როდესაც მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი ეთანხმება საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) დასკვნებს, ის აცნობებს ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს საინსპექციო კომისიის (ჯგუფის) დასკვნებს და მოახსენებს უარყოფითი შეფასების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს _ საქართველოს სახედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს.
4.2. თუ მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი არ ეთანხმება საინსპექციო კომისიის დასკვნებს, იგი ნიშნავს ინსპექტირების ობიექტის დამატებით შემოწმებას და მისი შედეგების მიხედვტით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
II. ინსპექტირების ობიექტის მართვის ორგანოს უნარიანობის შეფასება, მოვიდეს მზადყოფნაში დანიშნულების მიხედვით საბრძოლო დავალებების შესასრულებლად და ჩაატაროს მობილიზაცია
1. მზად არის შეასრულოს საბრძოლო დავალებები, როდესაც:
1.1. შენაერთები, ნაწილები და მათი ორგანოები დაკომპლექტებულია მოქმედი კადრებისა და თადარიგის პირადი შემადგენლობით, მიმდინარე და დროებითი არაკომპლექტის გათვალისწინებით, მათ შორის: პირდაპირი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალისტების მიხედვით _ არა ნაკლებ 75 პროცენტით, ხოლო პირდაპირი დანიშნულებით ბრძოლისუნარიანი განმასზღვრელი თანამდებობის მიხედვით, მოქმედი კადრების გათვალისწინებით, _ არა ნაკლებ 80 პროცენტით საბრძოლო და სპეციალური ჯარებისათვის (ძალებისათვის), 75 პროცენტით _ ზურგისა და სხვა ნაწილებისათვის.მეთაურთა შემადგენლობამ კარგად იცის საბრძოლო დავალებები (დავალებები დანიშნულების მიხედვით).
1.2. ძირითადი სახეობის შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და მატერიალურ საშუალებათა მარაგით უზრუნველყოფა შეადგენს არა ნაკლებ 75 პროცენტს, სხვა სახის შეიარაღებათა და ტექნიკით უზრუნველყოფა _ არა ნაკლებ 50 პროცენტს.
1.3. საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ღონისძიებანი შესრულებულია სრულად,გეგმით გათვალისწინებული მოცულობით და ვადებში.
1.4. მორიგე ძალებმა შეასრულეს მიცემული დავალებები.
1.5. ყველა სახის მართვის პუნქტები და კავშირის სისტემა სრულ სამუშაო მზადყოფნაშია და შეუძლია უზრუნველყოს (უზრუნველყო) მართვა საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისას.
2. ნაწილობრივ მზად არის შეასრულოს საბრძოლო დავალებები, როდესაც:
2.1. შენაერთები,ნაწილები და მათი მართვის ორგანოები დაკომპლექტებულია მოქმედი კადრების და თადარიგის პირადი შემადგენლობით, მიმდინარე და დროებითი არაკომპლექტის გავალისწინებით, მათ შორის პრიდაპირი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით _ არა ნაკლებ 70 პროცენტით,ხოლო ბრძოლისუნარიანობის განმსაზღვრელი თანამდებობები (პირდაპიირი დანიშნულებით), მოქმედი კადრების გათვალისწინებით,- არა ნაკლებ 80 პროცენტით საბრძოლო და სპეციალური ჯარებისათვის (ძალებისათვის), 75 პროცენტით _ ზურგისა და სხვა ნაწილებში. მეთაურთა შემადგენლობამ სარასრულყოფილად იცის საბრძოლო დავალებები (დავალებები დანიშნულების მიხედვით), მაგრამ ეს არ უშლის მათ შესრულებას, ან
2.2. ინსპექტირების ობიექტი უზრუნველყოფილია ძირითადი სახეობის შეარაღებით, სამხედრო ტექნიკით და მატერიალური საშუალებების მარაგით არა უმეტეს 75 პროცენტისა, მაგრამ სულ მცირე 50 პროცენტით მაინც, ან საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლის ღონისძიებანი შესრულებულია დადგენილი ვადის 30 პოცენტის გადაჭარბებით,ან
2.3. მორიგე ძალებმა შესარულეს მოცემული დავალებები, ყველა სახის მართვის პუნქტებს და კავშირის სისტემას შეუძლიათ უზრუნველყონ (უზრუნველყვეს) მართვა საბრძოო მზადყოფნაში მოყვანის დროს, თუმცა მართვაში შეინიშნებოდა უმნიშვნელო წყვეტილობა.
3. მზად არ არის საბრძოლო დავალებების შესასრულებლად, როდესაც:
3.1. შენაერთები, ძალები მათი მართვის ორგანოების დაკომპლექტებულია მოქმედი კადრებისა და თადარიგის პირადი შემადგენლობით, მიმდინარე და დროებითი არაკომპლექტის გათვალისწინებით, მათ შორის პირდაპირი და სამხედრო-საღრიცხვო სპეციალობების მიხედვით _ 70 პროცენტზე ნაკლებით, ხოლო ბრძოლისუნარიანობის განმსაზღვრელი თანამდებობების მიხედვით,მოქმედი კადრების გათვალისწინებით, _ 80 პროცენტზე ნაკლებით საბრძოლო და სპეციალური ჯარებისათვის (ძალებისათვის),75 პროცენტზე ნაკლებით ზურგისა და სხვა ძალებისათვის, ან მეთაურთა შემადგენლობა არ იცნობს საბრძოლო დავალებებს (დავალებებს დანიშნულების მიხედვით), ან
3.2. ინსპექტირების ობიექტი უზრუნველყოფილია 50 პროცენზე ნაკლები ოდენობის ორი და მეტი ძირითადი სახეობის და სამზე მეტი სხვა სახის შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკით და მატერიალურ საშუალებათა მარაგით, ან
3.3. საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლის ღონისძიებანი შესრულებულია დადგენილი ვადის 30 პროცენტზე მეტი გადაჭარბებით, ან არასარულად, ან
3.4. ყველა სახის მართვის პუნქტი და კავშირის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მართვას საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის მიმდინარეობისას.
4. კადრირებული შენაერთების (ნაწილების), სასწავლო ცენტრების, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი შენაერთების (ნაწილების) და სამხედრო კომისარიატების სამობილიზაციო მზადყოფნა ფასდება ინსპექტირების ობიექტის მართვის ორგანოს შესაბამისი დირექტივებით.
5. შენაერთებისა და ნაწილების საერთო შეფასებისას გადამწყვეტია საბრძოლო დავალებების შესრულებისათვის მზადყოფნის და სამობილიზაციო მზადყოფნის შეფასება.
III. საბრძოლო მორიგეობის მდგომარეობის შეფასება
1. კრიტერიუმები დადგენილია ინსპექტირების ობიექტების ბრძანებათა და დირექტივებით. ინსპექტირებისას მოწმდება:
1.1. საბრძოლო მორიგების შესრულების ორგანიზაცია.
1.2. სამორიგეო ცვლების შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხთან.
1.3. პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადება, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პრაქტიკული ჩვევები.
1.4. შეტყობინებისა და საბრძროლო მართვის სისტემების მუშაობის სიმედობა.
1.5. სამორიგეო ძალების მოქმედება საკონტროლო ამოცანის, მიზნის ან სიგნალის მიცემისას.
1.6. ურთიერთშეთანხმებული ქმედებების ორგანიზაცია სხვა ძალებთან და საშუალებებთან.
IV. ოპერატიული მზადყოფნის შეფასება
1. მოწმდება და ფასდება ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტკური და ოპერატიულ-ტექნიკური რგოლის მართვის ორგანოებში.
2. ოპერატიული მომზადების დონეს განსაზღვრავენ ჯარების (ძალების) მანევრების, სწავლების, ვარჯიშის, სამხედრო თამაშების, ჯგუფური ოპერატიული სახელდახელო შეკრებების დროს:
2.1. გენერლების, ოფიცრების პროფესიული მომზადების დონის მიხედვით.
2.2. მართვის ორგანოების პრაქტიკული საქმიანობის მიხედვით.
3. ოპერატიული მომზადება ფასდება:
3.1. "ფრიადი"- პროფესიული მომზადება და პრაქტიკული საქმიანობა სწავლებისას შეფასებულია "ფრიადზე".
3.2. "კარგი" _ პროფესიული მომზადება და პრაქტიკული საქმიანობა სწავლებისას შეფასებულია არა ნაკლებ "კარგზე".
3.3. "დამაკმაყოფილებელი" _ პროფესიული მომზადება და პრაქტიკული საქმიანობა სწავლებისას შეფასებულია არა ნაკლებ "დამაკმაყოფილებელზე".
3.4. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული დამმკმაყოფილებელი შეფასების მოთხოვნები.
4. მართვის ორგანო, გენერლებისა და ოფიცრების პროფესიული მომზადების დონის მიზედვით, ფასდება:
4.1. "ფრიადი" _ შემოწმებულთა არა ნაკლებ 90 პროცენტს მიღებული აქვს საერთო დადებითი შეფასება და არა ნაკლებ 50 პროცენტს _ "ფრიადი";
4.2. "კარგი" _ შემოწმებულთა არა ნაკლებ 70 პროცენტს მიღებული აქვს საერთო დადებითი შეფასება და არა ნაკლებ 50 პროცენტს _ "კარგი".
4.3. "დამაკმაყოფილებელი" _ შემოწმებულთა არა ნაკლებ 70 პროცენტს მიღებული აქვს საერთო დადებითი შეფასება.
4.4. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული "დამაკმაყოფილებელი" შეფასების მოთხოვნები.
5. გენერლებისა და ოფიცრების პროფესიული მომზადება ფასდება:
5.1. "ფრიადი" _ შემოწმებული საგნების არა ნაკლებ 50 პროცენტის მიხედვით, მათ შორის სტრატეგია, ოპერატიული ხელოვნება, სამობილიზაციო, საცეცხლე (სარაკეტო დარტყმებისა და არტილერიის ცეცხლის მართვა,სარაკეტო-სასაროლო მომზადება, თვითმფრინავების შეიარაღების საბრძოლო გამოყენება), სპეციალური და ფიზიკური მომზადება შეფასებულია "ფრიადზე", ხოლო სხვა საგნების მიხედვით "კარგზე".
5.2. "კარგი" _ შემოწმებული საგნების არა ნაკლებ 50 პროცენტის მიხედაით,მათ შორის სტრატეგია, ოპერატიული ხელოვნება, სამობილიზაციო, საცეცხლე (სარაკეტო დარტყმებისა და არტილერიის ცეცხლის მართვა, სარაკეტო-სასროლო მომზადება,თვითმფრინავების შეიარაღების საბრძოლო გამოყენება), სპეციალური და ფიზიკური მომზადება შეფასებულია არა ნაკლებ "კარგზე". სხვა საგნების მიხედვით _ "დამამაყოფილებელზე".
5.3. "დამაკმაყოფილებელი" _ ყველა შემოწმებული საგნის მიხედვით შეფასებულია არა ნაკლებ "დამაკმაყოფილებელზე".
5.4. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული "დამაკმაყოფილებელი" ნიშნით შეფასების მოთხოვნები.
6. მართვის ორგანოს პრაქტიკული საქმიანობა სწავლებაზე ფასდება:
6.1. "ფრიადი ან კარგი" _ მართვის ორგანო შეფასდა კრიტერიუმების I თავის 1-ლი მუხლის მიხედვით.
6.2. "დამაკმაყოფილებელი" _ მართვის ორგანო შეფასდა კრიტერიუმების I თავის მე-2 მუხლის მიხედვით.
6.3. "არადამაკმაყოფილებელი" _ მართვის ორგანო შეფასდა კრიტერიუმების I თავის მე-3 მუხლის მიხედვით.
V. სამხედრო ძალების საბრძოლო მომზადების შეფასება
1. მოწმდება და ფასდება შენაერთების,ნაწილების ქვედანაყოფების სწავლებებზე, წვრთნებზე, საბრძოლო სროლებზე და საკონტროლო მეცადინეობებზე,პირადი შემადგენლობის მიერ სასწავლო-საბრძოლო დავალებების, ვარჯიშებისა და ნორმატივების შესრულების შემოწმებით. ძირითადი კრიტერიუმებია:
1.1. სამხედრო ძალების უნარი წარმატებით ეწეოდნენ საბრძოლო მოქმედებებს ნებისმიერ პირობებში.
1.2. შეასრულონ სხვა დავალებები მათი დანიშნულების მიხედვით.
2. საკონტროლო გაშლის შემთვხვევაში საომარ შტატებამდე გაშლილი შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მომზადება შემოწმდება ტარდება ზავის ეტაპის დადგომის შემდეგ.
3. შენაერთების (ნაწილების) საბრძოლო მომზადება განისაზღვრება მათი მართვის ორგანოებისა და ნაწილების (ქვედანაყოფების) მომზადების დონის მიხედვით და ეძლევა შეფასება:
3.1. "ფრიადი" _ შენაერთის (ნაწილის) მართვა, შემოწმებული ძირითადი და სხვა ნაწილების(ქვედანაყოფების) არა ნაკლებ ნახევრისა შეფასებულია "ფრიადზე", ხოლო დანარჩენი არა ნაკლებ "კარგზე".
3.2. "კარგი"- შენაერთის (ნაწილის) მართვა, შემოწმებულია ძირითადი და სხვა ნაწილების (ქვედანაყოფების)არა ნაკლებ ნახევარი შეფასებულია არა ნაკლებ "კარგზე", ხოლო დანარჩერი არა ნაკლებ "დამაკმაყოფილებელზე".
3.3. "დამაკმაყოფილებელი" _ შენაერთის (ნაწილის) მართვა, შემოწმებული ძირითადი ნაწილები (ქვედანაყოფები) შეფასებულია დადებითად და არა უმეტეს ერთი რომელისმე სხვა ნაწილისა (ქვედანაყოფი) შეფასებულია "არადამაკმაყოფილებელზე".
3.4. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული დამაკმაყოფილებელი ნიშნით შეფასების მოთხოვნები.
4. შენაერთის (ნაწილის) საერთო შეფასება არ უნდა აღემატებოდეს ჩატარებული ტაქტიკური (ტაქტიკურ-სპეციალური, საფრენ-ტაქტიკური) სწავლების შეფასებას. 5. ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადებას ეძლევა საერთო შეფასება:
5.1. "ფრიადი" _ შემოწმებული სასწავლო საგნების არა ნაკლებ ნახევარი შეფასებულია "ფრიადზე", ხოლო დანარჩენი არა ნაკლებ "კარგზე".
5.2. "კარგი" _ შემოწმებული სასწავლო საგნების არა ნაკლებ ნახევარი შეფასებულია "კარგზე", ხოლო დანარჩერი არა ნაკლებ "დამაკმაყოფილებელზე". 5.3. "დამაკმაყოფილებელი" _ ყველა შემოწმებული საგანი შეფასებულია არა ნაკლებ "დამაკმაყოფილებელზე".
5.4. "არადამმაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული "დამაკმაყოფილებელი" შეფასების მოთხოვნები.
6. ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების საერთო შეფასება არ უნდა აღემატებოდეს ტაქტიკური (ტაქტიკურ-სპეციალურ, საფრენ-ტაქტიკურ და საზღვაო), სამობილიზაციო, საცეცხლე (სარაკეტე დარტყმებისა და არტილერიის ცეცხლის მართვა, სარაკეიო-სასროლო მომზადება), სპეციალური და ფიზიკური მომზადების შეფასებას, ხოლო სახმელეთო ჯარებისათვის _ საბრძოლო და საბაზო მანქანების ტარების შეფასებას.
7. სასწავლო საგნების მიხედვით შეფასებები განისაზღვრება დარიგებათა მოთხოვნების, საბრძოლო მომზადების, სროლებისა და მართვის კურსების მითითებების, აგრეთვე ინსპექტირების ობიექტების ინსტრუქციების შესაბამისად. იმ სასწავლო საგნებში მომზადების დონე,რომელთა შეფასების კრიტერიუმები დადგენილი არ არის, ფასდება:
7.1. "ფრიადი" _ შემოწმებულთა საერთო რაოდენობის არა ნაკლებ 50 პროცენტისა შეფასებულია "ფრიადზე" და არა ნაკლებ 90 პროცენტისა შეფასებულია დადებითად.
7.2. "კარგი" _ შემოწმებულთა საერთო რაოდენობის არა ნაკლებ 50 პროცენტისა შეფასებულია "კარგზე" მაინც და არა ნაკლებ 80 პროცენტისა დადებითად.
7.3. "დამაკმაყოფილებელი" _ შემოწმებულთა არა ნაკლებ 70 პროცენტი შეფასებულია დადებითად.
7.4. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულკბული "დამაკმაყოფილებელი" შეფასების მოთხოვნები.
8. სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობა ფასდება:
8.1. "დამაკმაყოფილებელი":
ა) სასწავლო ობიექტები სამუშაო მდგომარეობაშია;
ბ) სასწავლო ობიექტების მდგომარეობა შეესაბამება მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს (საბრძოლო მომზადების, სროლების, მძღოლთა მომზადების კურსები, დამხმარე სახელმძღვანელოები, დარიგებები ტაქტიკური, ტაქტიკურ-სპეციალური სწავლების შესახებ);
გ) საბრძოლო მომზადების პროგრამის შესრულება უზრუნველყოფილია.
8.2. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული ამ თავის 8.1. პუნქტის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მაინც.
9. შენაერთების (ნაწილების) საბრძოლო მომზადების საერთო შეფასება არ უნდა აღემატებოდეს "დამაკმაყოფილებლებს", თუ სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობა შეფასებულია "არადამაკმაყოფილებლად".
10. პოლიგონების და სასწავლო ცენტრების ინსპექტირებისას (შემოწმებისას) გადამწყვეტია სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობის შეფასება.
VI. ინსპექტირების ობიექტების პირადი შემადგენლობის მორალურ ფსიქოლოგიური მდგომარეობის და სამხედრო დისციპლინის შეფასება
1. "დამაკმაყოფილებელი"
1.1. სამხედრო ნაწილში ტარდება იდეურ _ აღმზრდელობითი, სამხედრო პატრიოტული მუშაობა და არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტური ან სხვა მასალები.
1.2. ფიქსირებული სამხედრო მოსამსახურეთა პირადი მზადყოფნა დაიცვან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამასთან ერთად იყვნენ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაში, ხარისხიანად შეასრულონ დავალებები, საბრძოლო მორიგეობა (საბრძოლო სამსახური) და საგუშაგო სამსახური.
1.3. ქვედანაყოფებში სუფევს ჯანსაღი მორალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფერო და მაღალი სამხედრო დისციპლინა რაც ქმნის პირობებს კოლექტივმა შეინარჩუნოს ბრძოლისუნარიანობა კრიტიკულ ვითარებაში.
2. "არადამაკმაყოფილებელი", როდესაც არ არის შესრულებული "დამაყოფილებელი" შეფასების მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მაინც.
3. ქვედანაყოფებში მორალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფეროსა და სამხედრო დისციპლინის შეფასებისას:
3.1. შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით სპეციალისტების მიერ ტარდება სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევები.
3.2. მოწმდება საქართველოს საკანონმდებლო ბაზის, საქართველოს სამხედრო ძალების წესდებების ცოდნის დონე და მათი შესრულების მდგომარეობა.
3.3. მოწმდება პროფილაქტიკური საქმიანობა სამართალდარღვევათა, საგანგებო შემთხვევების, დისციპლინარული დარღვევების თავიდან ასაცილებლად, მათი აღრიცხვისა და ანალიზის ობიექტურობა.
VII. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მდგომარეობის შეფასება
1. მოწმდება და ფასდება მათი საბრძოლო გამოყენებისათვის (დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის) მზადყოფნის მიხედვით, საინსპექციო ობიექტების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შემოწმება ტარდება საბრძოლო მორიგეობისას, სწავლებისას (ფრენისას,ზღვაში გასვლისას), პარკებში, პოზიციებზე,აეროდომებზე, საწყობენბში, არსენალებში, შენახვის ადგილებში, ძირითადი სისტემების კვანძების, აგრეგატების ფუნქციონირების დათვალიერება-შემოწმების, ძირითადი პარამეტრების საკონტროლო გაზომვის გზით.
3. სამხედრო ნაწილების შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მდგომარეობა ფასდება:
3.1. "ფრიადი" _ ძირითადი სახეობის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა შეფასებულია "ფრიადზე", ხოლო სხვა სახეობისა _ "კარგზე" მაინც.
3.2. "კარგი" _ ძირითადი სახეობის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა შეფასებულია "კარგზკ", ხოლო სხვა სახეობისა _ "დამაკმაყოფილებელზე" მაინც.
3.3. "დამაკმაყოფილებელი" _ ძირითადი სახეობის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა შეფასებულია დადებითად, ხოლო "არადამაკმაყოფილებლებზე" არა უმეტეს ერთი რომელიმე სხვა სახეობისა.
3.4. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული "დამაკმაყოფილებელი" შეფასების მოთხოვნები.
4. შენაერთების შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ფასდება:
4.1. "ფრიადი" _ ძირითადი და სხვა ნაწილების არა ნაკლებ ნახევრისა შეფასებულია "ფრიადზე", ხოლო დანარჩენი _ "კარგზე" მაინც.
4.2. "კარგი" _ ძირითადი და სხვა ნაწილების არა ნაკლებ ნახევრისა შეფასებულია "კარგზე", ხოლო დანარჩენი _ "დამაკმაყოფილებელზე" მაინც.
4.3. "დამაკმაყოფილებელი" _ ძირითადი ნაწილები შეფასებულია დადებითად, ხოლო "არადამაკმაყოფილებელზე" არაუმეტეს ერთი რომელიმე სხვა ნაწილისა.
4.4. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული "დამაკმაყოფილებელი" შეფასების მოთხოვნები.
5. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მდგომარეობის ობიექტური შეფასების მიზნით დამატებით ამოწმებენ: დაცვის მდგომარეობას, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მოვლის და შენახვის, მათი ექსპლოატაციის, რემონტის ორგანიზაციის, პარკებისა და მათი შიდა სამსახურის მდგომარეობას, მატერიალურ-ტებნიკური საშუალებების მარაგების მდგომარეობას, მეტროლოგიური უზრუნველყოფის მდგომარეობას.
6. როდესაც მე-5 მუხლში ჩამოთვლილი ელემენტებიდან ერთ-ერთი მაინც შეფასებულია "არადამაკმაყოფილებელი" ნიშნით, შენაერთის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საერთო შეფასება დაბლდება ერთი ქულით.
VIII. ზურგის მდგომარეობის შეფასება
1. მოწმდება ინსპექტირების ობიექტების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად და ფასდება:
1.1. "ფრიადი"
ა) შენაერთების, ნაწილების არა ნაკლებ 3/4-ში ზურგის მდგომარეობა შეფასებულია "ფრიადზე", ხოლო დანარჩენში "კარგზე" მაინც;
ბ) ზურგის სამსახურების არა ნაკლებ ნახევარში ზურგის მდგომარეობა შეფასებულია "ფრიადზე", ხოლო დანარჩენში _ "კარგზე" მაინც;
გ) ზურგის ნაწილების (ქვედანაყოფების) არა ნაკლებ ნახევარში ზურგის მდგომარეობავ შეფასებულია "ფრიადზე", ხოლო დანარჩენში _ "კარგზე" მაინც.
1.2. "კარგი"
ა) შენაერთების, ნაწილების არანაკლებ ნახევარში ზურგის მდგომარეობა " კარგზე" მაინც, ხოლო დანარჩენი _ "დამაკმაყოფილებელზე" მაინც;
ბ) ზურგის სამსახურების არა ნაკლებ ნახევარში ზურგის მდგომარეობა შეფასებულია "კარგზე" მაინც, ხოლო დანარჩენში _ "დამაკმაყოფილებელზე" მაინც;
გ) ზურგის ნაწილების (ქვედანაყოფების) არა ნაკლებ ნახევარში ზურგის მდგომარეობა შეფასებულია "კარგზე" მაინც, ხოლო დანარჩენში _ "დამაკმაყოფილებელზე" მაინც.
1.3. "დამაკმაყოფილებელი"
ა) შენაერთების, ნაწილების არა ნაკლებ 3/4-ში ზურგის მდგომარეობა შეფასებულია "დამაკმაყოფილებელზე" მაინც;
ბ) ზურგის სამსახურების არა ნაკლებ 3/4-ში ზურგის მდგომარეობა შეფასებულია "დამაკმაყოფილებელზე" მაინც;
გ) "არადამაკმაყოფილებლად" შეფასებულია არა უმეტეს ერთი ზურგის ნაწილისა.
1.4. "არადამაკმაყოფილებელი", როდესაც არა არის შესრულებული "დამაკმაყოფილებელი" შეფასების მოთხოვნები.
IX. ინსპექტირების ობიექტების შენაერთების, ნაწილების საჯარისო სამსახურის მდგომარეობის შეფასება
1. მოწმდება და ფასდება ინსპექტირების ობიექტების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად და ფასდება:
1.1. "დამაკმაყოფილებელი"
ა) საჯარისო სამსახური ჩამოყალიბებულია და ახორციელებს ღონისძიებებს ინსპექტირების ობიექტების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) შიდა წესრიგისა და დისციპლინის მდგომარეობა განაპირობებს საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას;
1.2. "არადამაკმაყოფილებელი"
ა) საჯარისო სამსახური ჩამოყალიბებულია ინსპექტირების ობიექტების დებულებებისა და დოკუმენტების, საგარნიზონო, საგუშაგო და შიდა სამსახურის შესრულების წესების უხეში დარღვევით.
ბ) არ სრულდება დღის განრიგი;
გ) არ სრულდება იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის წესები;
დ) შიდა წესრიგისა და დისციპლინის არსებული მდგომარეობა ხელს უშლის საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას.
X. კადრებთან მუშაობის მდგომარეობის შეფასება
1. მოწმდება და ფასდება საქართველოს კანონმდებლობისა და ინსპექტირების ობიექტის ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ინსპექტირებისას მოწმდება:
2.1. ყველა რანგის ხელმძღვანელის და საკადრო სამსახურების ორგანიზატორული საქმიანობა ოფიცრების, ზემდეგების და მიჩმანების შერჩევაში განაწილებასა და მომზადებაში.
2.2. ოფიცრებით, ზემდეგებითა და მიჩმანებით ინსპექტირების ობიექტების დაკომპლექტების მდგომარეობა.
2.3. პირადი საქმეების მდგომარეობა.
2.4. თანამდებობებზე დასაწინაურებელი რეზერვების არსებობა.
2.5. კანონიერების დაცვა კადრების მუშაობისას.
XI. სამხედრო ძალების ფარული მართვის შეფასება
1. მოწმდება და ფასდება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონისა და საკანონმდებლო აქტების, ინსპექტირების ობიექტების შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.
XII. სამობილიზაციო მზადყოფნის შეფასება
1. მოწმდება და ფასდება საქართველოს კანონებისა და ინსპექტირების ობიექტების შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.
XIII. ფინანსური საქმიანობის შეფასება
1. მოწმდება და ფასდება საქართველოს კანონებისა და ინსპექტირების ობიექტების შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.
XIV. სამეურნეო საქმიანობის შეფასება
1. მოწმდება და ფასდება საქართველოს კანონებისა და ინსპექტირების ობიექტების შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.
XV. ინსპექტირების ობიექტს ეძლევა საერთო შეფასება
1. საერთო შეფასება ხორციელდება ინსპექტირების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით მიცემული ცალკეული შეფასების საფუძველზე:
1.1. "ფრიადი"
ა) ინსპექტირების ობიექტი მზად არის შეასრულოს საბრძოლო დავალება (სრული მობილიზაცია);
ბ) მორიგე ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია;
გ) საბრძოლო მომზადება, შეიარაღებისა და ტექნიკის, ზურგის მდგომარეობა შეფასებულია "ფრიადზე";
დ) პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სამხედრო დისციპლინა, საჯარისო სამსახურის მდგომარეობა _ "დამაკმაყოფილებელია".
1.2. "კარგია"
ა) ინსპექტირების ობიექტი მზად არის შეასრულოს საბრძოლო დავალება (სრული მობილიზაცია);
ბ) მორიგე ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია;
გ) საბრძოლო მომზადება, შეიარაღებისა და ტექნიკის, ზურგის მდგომარეობა შეფასებულია არა ნაკლებ "კარგზე";
დ) პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სამხედრო დისციპლინა, საჯარისო სამსახურის მდგომარეობა შეფასებულია არანაკლებ "დამაკმაყოფილებელზე".
1.3. "დამაკმაყოფილებელი"
ა) ინსპექტირების ობიექტი მზად არის შეასრულოს საბრძოლო დავალება (მობილიზაცია);
ბ) მორიგე ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია;
გ) საბრძოლო მომზადება, ზურგის, შეიარაღებისა და ტექნიკის, მდგომარეობა შეფასებულია არანაკლებ "დამაკმაყოფილებელზე";
დ) პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეფასებულია არანაკლებ "დამაკმაყოფილებელზე".
1.4. "არადამაკმაყოფილებელი" _ არ არის შესრულებული "დამაკმაყოფილებელი" ნიშნით შეფასების მოთხოვნები.
XVI. საკუთარი, სპეციფიკური საქმიანობის მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად მოწმდება და ფასდება:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები,საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი, სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა.
2. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გვარდიის მთავარი სამმართველო და სამშვიდობო ძალები.
4. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები.
6. სპეციფიური ფუნქციების მქონე სხვა სამხედრო ფორმირებები.
XVII. ინსპექტირების ობიექტების სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსპექტირების (შემოწმების) კრიტერიუმები
1. ინსპექტირების ობიექტების სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსპექტირების (შემოწმების) კრიტერიუმები და წესები, რასაც არ არეგულირებს ეს დებულება, განისაზღვრება არსებული და მთავარი სამხედრო ინსპექციის მიერ შემუშავებული შესაბამისი ინსტრუქციებით.
XVIII. ინსპექტირების ობიექტები მთლიანობაში ფასდება
1. შეუძლია შეასრულოს მიცემული დავალება
1.1. მისი მართვის ორგანოს შესწევს უნარი შეასრულოს მართვის ფუნქციები დანიშნულების მიხედვით.
1.2. დაქვემდებარებული ჯარები (ძალები) მზად არიან შეასრულონ საბრძოლო დავალება (დავალებები დანიშნულების მიხედვით).
2. შეუძლია არასრულად შეასრულოს მიცემული დავალება
2.1. მართვის ორგანოს გააჩნია დანიშნულების მიხედვით მართვის ფუნქციათა შესრულების შეზღუდვული შესაძლებლობები, ან
2.2. დაქვემდებარებული ჯარების (ძალები) ავლენენ არასრულ მზადყოფნას შეასრულონ საბრძოლო დავალება (დავალებები დანიშნულების მიხედვით).
3. არ შეუძლია შეასრულოს მიცემული დავალება
3.1. მართვის ორგანოს არ შესწევს უნარი შეასრულოს მართვის ფუკნქციები დანიშნულების მიხედვით, ან
3.2. დაქვემდებარებული ჯარები (ძალები) მზად არ არიან შეასრულონ საბრძოლო დავალებები (დავალებები დანიშნულების მიხედვით).
XIX. ინსპექტირების (შემოწმებების) შედეგების ანალიზი
1. საინსპექციო კომისია განისაზღვრავს ნაკლოვანებების გამომწვევ მიზეზებს.
2. განაზოგადებს დადებით გამოცდილებას.
დოკუმენტის კომენტარები