საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 348
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 29/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
348
26/07/2002
სსმ, 77, 29/07/2002
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/07/2002 - 22/04/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №348

2002 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ

ევროკომისიის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის რეკომენდაციების შესრულებისა და საქართველოში ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მიზნით:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცება.

3. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განისაზღვროს მისი წესდებით. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ.

4. ფერმერთა   საინფორმაციო-საკონსულტაციო    მომსახურების ცენტრის დირექტორი დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.

ე. შევარდნაძე