დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 725 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 29/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №725
2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივლისის № 348 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები