საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 08/09/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
74
31/08/2004
სსმ, 97, 08/09/2004
000000000.00.00.000000
საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/09/2004 - 23/10/2004)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 74

2004 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

1. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ხაინდრავა – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, საბჭოს თავმჯდომარე

მერაბ ანთაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში

ზინაიდა ბესტაევა – რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ეკატერინე გურეშიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე

გოგი თათუხაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შინაგანი ჯარების სარდალი

გიორგი იმნაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

ნუგზარ სარჯველაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გიორგი უგულავა – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე

მირზა ქოჩიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე

ჯამბულ ხოზრევანიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.

2. უწყებათაშორისი საბჭოს მთავარ ფუნქციებად განისაზღვროს:

ა) ერთიანი სახელმწიფო პოზიციის შემუშავება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;

გ) ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების გადაწყვეტის ფორმატში არსებული კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) საერთაშორისო და ცალკეული დონორების ხელშეწყობით კონფლიქტის ზონებში განსახორციელებელი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება;

ე) ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად გაეროს, გაეროს განვითარების პროგრამის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მიერ პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) უწყებრივი მასალების გაანალიზება შექმნილ ვითარებაზე ოპერატიული რეაგირებისა და სამთავრობო დონეზე განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით.

3. საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გ.ხაინდრავამ კოორდინაცია გაუწიოს უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობას.

4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გ. ხაინდრავამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ზურაბიშვილმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში თ. ბერუჩაშვილმა უზრუნველყონ დაქვემდებარებულ უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესის მონაწილე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ჟვანია