,,საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 აგვისტოს №74 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 აგვისტოს №74 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 23/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.10.003.000.183
  • Word
50
17/03/2005
სსმ, 33, 23/03/2005
010.220.030.10.003.000.183
,,საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 აგვისტოს №74 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №50

2005 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 აგვისტოს №74 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 აგვისტოს №74 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ხაინდრავა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარე

თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ბიძინა ბრეგაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ზაქარია გოგუაძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

კახა გოჩაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ეკატერინე გურეშიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე კაჭარავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

გიორგი კოლბინი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი

გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

ნუგზარ სარჯველაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ფიცხელაური – სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

2. მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხში გ. ხაინდრავამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ზურაბიშვილმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გ. ბარამიძემ უზრუნველყონ დაქვემდებარებულ უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესის მონაწილე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან”.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ზ. ნოღაიდელი