სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 23/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
341
19/07/2002
სსმ, 74, 23/07/2002
000000000.00(0).000.000000
სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2002 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №341

2002 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სამთავრობო კომისიების შექმნის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე  საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულების შესაბამისად:

1. შეიქმნას სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მერაბ ადეიშვილი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

რევაზ ბერიძე საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

როლანდ გილიგაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მირიან გოგიაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კარლო გუჯაბიძე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

აკაკი ზოიძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

დიმიტრი კოტეტიშვილი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, მშენებლობისა და ურბანიზაციის განყოფილების გამგე, კომისიის მდივანი

გიორგი ქერქაძე სუფსის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი

გიორგი ჭანტურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი.

2. კომისიამ ერთ თვეში:

ა) შეისწავლოს საკითხი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს მთავრობასა და უცხოურ ნავთობკომპანიებს შორის დადებული „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის“ ხელშეკრულებების გათვალისწინებით, განსაზღვროს ნავსადგურის აკვატორიაში შემოსულ ტანკერებზე სანავსადგურო ტარიფების გადახდასთან დაკავშირებით სუფსის საზღვაო ნავსადგურის უფლებამოსილება, შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში;

ბ) შეიმუშაოს საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

3. კომისიის მიერ მომზადებული წინადადებები და დასკვნები წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

4. კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საქმის წარმოება განახორციელონ სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისმა სტრუქტურებმა.

ე. შევარდნაძე