დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 19/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/08/2004 - 27/12/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №336
2004 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი).
2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასწავლო ცენტრის წესდება და წარმომადგენლობაზე დანიშნოს უფლებამოსილი პირი (ხელმძღვანელი).
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს სასწავლო ცენტრისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.
4. სასწავლო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტომ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები