საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 610
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 27/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
610
27/12/2004
სსმ, 152, 27/12/2004
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2004 - 09/02/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №610

2004 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური მომზადების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს ცენტრის წესდება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (ხელმძღვანელი).

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 აგვისტოს №336 ბრძანებულება.

5. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 მ. სააკაშვილი