ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ

  • Word
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 723
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
723
09/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
000000000.00.000.000000
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/12/1997 - 11/02/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №723

1997 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე რადიკალური ეკონომიკური რეფორმის შემადგენელი ნაწილია, ხორციელდება თანამიმდევრულად, წინასწარ შეთანხმებული გეგმით.

თანამედროვე პირობებში, როცა ქვეყნის ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებებში გამოიკვეთა ქვეყნის პოლიტიკის სოციალური ორიენტაცია, აუცილებელი გახდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესის დაჩქარება და მისი თვისობრივად ახალი მიმართულებების ფორმირება, რომელთაგან ძირითადია:

- ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივ- ტერიტორიული დაქვემდებარებისა;

- ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებების დაკონკრეტება და მათი წარმართვა ძირითადად მოსახლეობის სიღატაკის ზღვარს მიღმა დარჩენილი ფენებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად;

- ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ვალდებულებათა და უფლებამოსილებათა მკვეთრი გამიჯვნა, დამქირავებლის ვალდებულებათა დაკონკრეტება;

- პიროვნების მიერ მკურნალისა და სამედიცინო დაწესებულების შეუზღუდავი არჩევის დემოკრატიული უფლების გარანტია;

- სამედიცინო დახმარების ძირითადი ნაწილის ორგანიზება უპირატესად სამედიცინო დაზღვევის პრინციპებზე;

- სამედიცინო დაწესებულებებში აკუმულირებული მატერიალური და შრომითი რესურსების ოპტიმიზაცია მათი პრივატიზებითა და ლიცენზირებით.

აღნიშნული მოთხოვნების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესის მართვის სრულყოფით.

ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო პროგრამები შეადგენენ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე.

ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 ოქტომბრის №600 ბრძანებულების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესის ეფექტიანი განვითარების მიზნით:

1. შეიქმნას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მართვის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე

მირიან მურჯიკნელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

თენგიზ ჯინჯოლავა – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

დავით აბაშიძე – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

თემურ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი

მერაბ გაბუნია – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე

ამირან გამყრელიძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ზურაბ ერქვანია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

ავლიპ ზურაბაშვილი –სახელმწიფო კანცელარიის სოციალური სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების რეფერენტი

ვიქტორ იაშვილი – საქართველოს სოციალური დაცვის,შრომისა და დასაქმების მინისტრის მოადგილე

ტარიელ კულულაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

სპარტაკ ლაშხი – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს რკინიგზის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსი

ზაზა ლომიძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

თემურ ლორია – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

დემურ მიქაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

ზაზა სიორიძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

ოთარ ყეინაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე

მერაბ შარაბიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრის მოადგილე

ბადრი შოშიტაიშვილი – ქ.თბილისის მერი

მიხეილ ჩიკვილაძე – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

ოთარ ხუფენია – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორი.

2. სამთავრობო კომისიამ:

ა) წარმომიდგინოს განსახილველად ჯანმრთელობის დაცვის ყველა სახელმწიფო პროგრამა;

ბ) მოამზადოს წინადადებები ჯანდაცვის ყველა პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად;

გ) წელიწადში ორჯერ წარმომიდგინოს ჯანმრთელობის დაცვის ყველა პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანგარიში;

დ) მოამზადოს ჯანმრთელობის დაცვის ყველა სახელმწიფო პროგრამის ხარჯთა ნუსხა;

ე) წარმომიდგინოს წინადადებები ჯანმრთელობის დაცვის ყველა სახელმწიფო პროგრამის გაფართოების, შეკვეცისა თუ შეწყვეტის შესახებ;

ვ) წელიწადში ორჯერ წარმომიდგინოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების პროცესის მიმდინარეობის ანგარიში.

3. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია უზრუნველყოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე).

4. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მართვის სამხარეო ცენტრების ბაზაზე შეიქმნას ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო დეპარტამენტები, როგორც მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთა აპარატების სტრუქტურული ერთეულები. ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შესაბამის მხარეში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან შეთანხმებით.

5. ადმინისტრაციული რაიონისა და ქალაქის დონეზე ჯანმრთელობის დაცვის მართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა დაეკისროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ (საქალაქო) ცენტრს.

6. შეიქმნას ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო ფონდები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო ფონდებში თანხების აკუმულირება განხორციელდეს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის გამოყოფილი სახსრებით.

8. გაუქმდეს ჯანდაცვის რაიონული (საქალაქო) ფონდები.

9. ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო ფონდებიდან სახსრების ხარჯვა განხორციელდეს ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო პროგრამების მიხედვით, რომლებსაც ადგენენ ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო დეპარტამენტები და მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

10. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ:

ა) ორ კვირაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ჯანმრთელობის დაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტების დებულებები; ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო ფონდების დებულებები; რაიონული (საქალაქო) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულება;

ბ) საერთო კოორდინაცია გაუწიოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შედგენასა და შესრულებას განურჩევლად მათი უწყებრივ- ტერიტორიული კუთვნილებისა;

გ) უზრუნველყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის სამედიცინო მოწმობის დარიგება 1998 წლის პირველ ნახევარში;

დ) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან (ა. სილაგაძე) ერთად სამედიცინო დაწესებულებების, განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, პრივატიზების პროცესის დაჩქარების მიზნით:

- ერთ თვეში შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმომიდგინოს იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების ნუსხა, რომელთა პრივატიზება კანონმდებლობით აკრძალულია.

ე. შევარდნაძე