საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 21/06/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001.
  • Word
265
19/06/2000
სსმ, 57, 21/06/2000
470.230.000.05.002.001.
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №265

2000 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამოყალიბებისა და „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულებიდან გამომდინარე ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმდინარე ამოცანების ოპერატიულად გადაწყვეტისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით:

1. გაუქმდეს „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი ჯანდაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტები და მათ ბაზაზე საქართველოს 2000 წლის საბიუჯეტო მიზნობრივი ტრანსფერების ხარჯზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:

ა) კახეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ბ) ქვემო ქართლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

გ) მცხეთა-მთიანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

დ) შიდა ქართლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ე) სამცხე-ჯავახეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ვ) იმერეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

თ) სამეგრელოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ი) გურიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

კ) ცხინვალის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;

ლ) ქ. ფოთის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველო;

მ) დაბა მესტიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველო.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულების მე-4 პუნქტი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, რაიონის (ქალაქების) გამგებლებმა (მერებმა) 2 კვირაში უზრუნველყონ სისტემაში მიმდინარე რესტრუქტურიზაციის პროცესის დამთავრება.

4. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე):

ა) გაატაროს შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებები სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ფუნქციონირებისათვის;

ბ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებები.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე