სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
563
06/10/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/1997 - 15/04/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 563

1997 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თილისი

სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს შექმნის შესახებ

სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის ეფექტიანი განხორციელების, საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის საერთო კოორდინაციის, აგრეთვე რევიზია-შემოწმებებში პარალელიზმისა და უკანონო შემოწმებების აღკვეთის მიზნით საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. შეიქმნას სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

რევაზ შავიშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარე

თენგიზ აბულაძე – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ზაურ აფაქიძე – საქართველოს კონტროლის პალატის კონტროლის დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, საბჭოს მდივანი

მერაბ გაბუნია – საქართველოს ქონების მართვის მინისტრის მოადგილე

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

სულხან პაპაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

არველოდი ჟვანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე

დავით სალარიძე – საქართველოს საგადასახადო სამსახურის უფროსი

ზურაბ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე

გივი ჯიღაური – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ კანონით საბჭოს საქმიანობას აწესრიგებს საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულება.

3. მიზანშეწონილად ჩაითვალოს ასეთივე საბჭოების შექმნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის კონტროლის პალატებთან, აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატის ტერიტორიული ერთეულების ბიუროებთან. მათ საქმიანობას აწესრიგებს სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის კოორდინაციისა და საკონტროლო საქმიანობის მოწესრიგების საბჭოს დებულება.

ე. შევარდნაძე