მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ

  • Word
მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
548
28/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
000000000.00(0).000.000000
მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1997 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 548 

1997 წლის 28 სექტემბერი

 ქ. თბილისი

მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ

საქართველოს მხარეებში სივრცის ორგანიზაციისა და ტერიტორიული მოწყობის, ურბანიზაციის პროცესების მართვის, დასახლებული პუნქტების მდგრადი განვითარების, პროექტირების, მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ხარისხის ამაღლებისათვის, აგრეთვე, სამშენებლო კომპლექსსა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში რეფორმების თანმიმდევრული განხორციელებისა და დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტი რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ინიციატივა და საქართველოს ყველა მხარეში შეიქმნას ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტები, როგორც სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი) 1998 წლიდან ყოველწლიური ბიუეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს მხარეებში შექმნილი ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების ცენტრალური აპარატის ბიუჯეტზე მყოფი ხელმძღვანელი პირების შესანახი ხარჯები 33,7 ათასი ლარის ოდენობით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების არქიტექტურული, კომუნალური და არქმშენინსპექციების სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი).

ე.შევარდნაძე