საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 17/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 210020140.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
448
14/09/2003
სსმ, 102, 17/09/2003
210020140.05.002.000002
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/09/2003 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №448

2003 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის, მცენარეთა დაცვის სამსახურის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის და საქტექზედამხედველობის ინსპექციის მთავარი სამმართველოს მიერ სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელებისა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიზნით „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის, მცენარეთა დაცვის სამსახურის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის და საქტექზედამხედველობის ინსპექციის მთვარი სამმართველოს მიერ სარეგისტრაციო მომსახურებიდან შემოსული თანხის 70 პროცენტი დარჩეს შესაბამისი სამსახურის განკარგვაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად და მატერიალური უზრუნველყოფისათვის, 20 პროცენტი მიიმართოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 10 პროცენტი გადაერიცხოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს მატერიალური უზრუნველყოფისათვის.

2. ბრძანებულების 1-ლი პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში დარჩენილი სახსრების ხარჯვის წესს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

ე. შევარდნაძე