დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 528 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/09/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/1997 - 27/09/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №528
1997 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ
საქართველოს სატრანსპორტო სისტემის წინაშე მდგარი უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანების დროულად გადაჭრისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის თანდართული კონცეფცია.
2. სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მომზადებისას, სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების დამუშავებისას, მართვის სისტემის რეორგანიზაციისას, საერთაშორისო შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა მომზადებისას გათვალისწინებულ იქნეს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული ორიენტირები.
3. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით უზრუნველყოს, რომ საქართველოს სატრანსპორტო დარგის საკითხებთან დაკავშირებით ადრე მიღებული პროგრამები და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციას.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები