საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
518
15/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/09/1997 - 14/12/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 518

1997 წლის 15 სექტემბერი

ქ. ბილისი

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს 1997 წლის კანონის საფუძველზე.

მისი იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მინდელის ქ. 9.

2. დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომლის მეშვეობითაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს აღმასრულებელ სახელმწიფო ხელისუფლებას სატყეო მეურნეობის სფეროში.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით.

დეპარტამენტი დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

4. საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის აქტების შესაბამისად დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ნორმები, სტანდარტები და ინსტრუქციები სავალდებულოა შესასრულებლად იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

5. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სახელმწიფოგერბიანი ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით.

დეპარტამენტის საქმიანობის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

დეპარტამენტს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საკუთარი შემოსავლები, უფლება აქვს ჰქონდეს გრანტები.

II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

6. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ტყის ფონდის დაცვის, ტყეების აღდგენა-განახლებისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება;

ბ) სატყეო დარგის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;

გ) დარგის შემდგომი განვითარებისათვის სახელმწიფო მართვის მექანიზმის, სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნა;

დ) ნიადაგდაცვითი, წყალშემნახავი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციების მქონე ტყეების, ძვირფასმერქნიანი ტყის მასივების შენარჩუნება და ხარისხობრივი გაუმჯობესება;

ე) ტყის რესურსებით უწყვეტი და თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა მერქანსა და ტყის სხვა პროდუქციის მოთხოვნილებათა გეგმაზომიერი დაკმაყოფილებისათვის;

ვ) ტყის რესურსების კვლავწარმოება, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხის გაუმჯობესება, მათი პროდუქტიულობის ამაღლება, ტყეების დაცვა ხანძრისა და უკანონო ჭრისაგან, მავნე მწერებისა და დაავადებებისაგან;

ზ) ტყის რესურსების სახელმწიფო აღრიცხვისა და ტყის ფონდის კადასტრის შედგენის უზრუნველყოფა.

7. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სატყეო-სამეურნეო წარმოების ეკოლოგიურ-ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების უზრუნველყოფა მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების დანერგვის საფუძველზე; მეცნიერული კვლევის ხელშეწყობა, სატყეო დარგის განვითარების პროგრამების შემუშავების ორგანიზაცია და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) დარგის მასშტაბით ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და პრივატიზაციის პროცესის განხორციელებისათვის საჭირო წინადადებათა შემუშავება;

გ) დარგობრივი ინფორმაციული ბანკის, ინფორმაციული სისტემების შექმნისა და განვითარების ორგანიზაცია;

დ) დარგში საკადრო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია სხვადასხვა მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით;

ე) დარგის საწარმოო ძალთა ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და ინდიკატური გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) დარგობრივი სტანდარტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, წესების, ნორმატივებისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება დადგენილი წესით;

ზ) ტყის რესურსებით (მერქნითი და არამერქნითი) სარგებლობის, სელექციის, სატყეო მეთესლეობისა და ჯიშთა გამოცდის სამუშაოთა მოწყობის ორგანიზაცია;

თ) საქვეუწყებო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სახაზინო საწარმოების დადგენილი წესით დაფინანსება და მათ მიერ ფინანსური რესურსების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა;

ი) საქვეუწყებო დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და სახაზინო საწარმოებში აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონის უზრუნველყოფა, საწარმოებიდან კვარტალური და წლიური საბუღალტრო ანგარიშგების მიღება, ანალიზი და მათი დარგის მართვის ამოცანების შესაბამისად გამოყენება;

კ) სამინისტროებთან, სახელმწიფო დეპარტამენტებთან, სხვა უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება დარგთაშორისი საკითხების შემუშავებისა და გადაწყვეტისათვის;

ლ) დარგის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; ამ სფეროში მაკოორდინირებელი, მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება, საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის პარტნიორების შერჩევასა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში დახმარების გაწევა;

მ) დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეფექტიანი გამოყენებისათვის დარგის საწარმოების მართვა;

ნ) დარგის იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ორგანიზაცია.

III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

8. დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) აწარმოოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული რესურსების აღრიცხვა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად მისი გამოყენების რეგულირება;

ბ) მოამზადოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები;

გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტყეებში საანგარიშო ტყეკაფი და საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით შეთანხმებული წინადადებანი წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს;

დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით მოამზადოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტყეებში ტყის რესურსებით სარგებლობის გადასახადის პროექტი დადგენილი წესით დასამტკიცებლად;

ე) შეიმუშაოს წინადადებანი საქართველოს ტყეების შესაბამისი დაცვითი კატეგორიებისათვის (ტერიტორიებისათვის) მიკუთვნების, აგრეთვე მათი ერთი დაცვითი კატეგორიიდან მეორეში გადაყვანის შესახებ და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ვ) დაუწესოს სისტემური კონტროლი ტყის დაცვას და ტყის სარგებლობის წესების დაცვას; დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადასცეს ადმინისტრაციულ ორგანოებს პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;

ზ) დადგენილი წესით მიაწოდოს და მოსთხოვოს სამინისტროებს, სახელმწიფო დეპარტამენტებს, უწყებებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს (საკუთრების და იურიდიულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები ტყის რესურსების გამოყენებისა და კვლავწარმოების ღონისძიებების შესრულების თაობაზე დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;

თ) უზრუნველყოს დადგენილი წესით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის საკითხის გადასაწყეტად სათანადო დოკუმენტების შედგენა;

ი) დადგენილი წესით შეიტანოს წინადადებები სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიწათმოსარგებლეთათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის შესახებ, თუ მათ მიერ მიწის ათვისება არ მოხდა კანონით დადგენილი წესით;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საქვეუწყებო დაწესებულებების, ორგანიზაციების და სახაზინო საწარმოების მეშვეობით გაუწიოს ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

ლ) დარგის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელი შეუწყოს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის სახელმწიფოთა ფირმების მოზიდვას, სააქციო საზოგადოებებისა და სხვა სახის საწარმოთა შექმნას;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ნ) დადოს ხელშეკრულებები ტყის მერქნითი რესურსების, სასურსათო, ფარმაკოლოგიური და ტექნიკური ნედლეულის ერთობლივად წარმოების, დამზადებისა და გადამუშავების შესახებ;

ო) უზრუნველყოს სამეურნეო და საიჯარო წესით საწარმოო, სამელიორაციო, საგზაო და სხვა სამშენებლო სამუშაოთა განხორციელება;

პ) დადგენილი წესით გააუქმოს საქვეუწყებო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სახაზინო საწარმოების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული ბრძანებები და ინსტრუქციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას;

ჟ) დეპარტამენტისა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სახაზინო საწარმოების ხელმძღვანელებს და ტყის დაცვის მუშაკებს უფლება აქვთ ატარონ შესაბამისი ფორმის ტანსაცმელი.

IV. დეპარტამენტის მართვა

9. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

10. თავმჯდომარე პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისთვის.

11. თავმჯდომარეს ჰყავს 4 მოადგილე (მათ შორის ერთი – პირველი). მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

12. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; თავმჯდომარის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან.

13. თავმჯდომარე განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების, სამმართველოებისა და სხვა ქვედანაყოფების უფროსების პერსონალურ პასუხისმგებლობას დეპარტამენტის შესაბამისი დარგების საქმიანობისათვის.

14. დარგის მართვის სრულყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეაქვს ცვლილებები დეპარტამენტის სტრუქტურაში.

15. თავმჯდომარე დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკებს.

16. თავმჯდომარე დადგენილი წესით ნიშნავს საქვეუწყებო დაწესებულების, ორგანიზაციისა და სახაზინო საწარმოს დირექტორს, მთავარ მეტყევეს (დირექტორის მოადგილეს), სატყეოს უფროსს, მთავარ ბუღალტერს და ათავისუფლებს მათ თანამდებობიდან.

17. თავმჯდომარე დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს (ინსტრუქციები და მეთოდური მითითებები, რომლებიც ნორმატიული ხასიათისაა, გამოიცემა ბრძანების სახით).

18. თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა დეპარტამენტის კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპარტამენტის თავმჯდომარე (კოლეგიის თავმჯდომარე), თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და აგრეთვე დარგის გამოჩენილი მეცნიერ-სპეციალისტები.

19. დეპარტამენტის კოლეგია თავის სხდომაზე იხილავს დეპარტამენტის ქვედანაყოფების (სამმართველოების, განყოფილებების და სხვ.) და საქვეუწყებო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სახაზინო საწარმოების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს, აგრეთვე დარგის განვითარებისა და საქმიანობის კარდინალურ პრობლემებს.

20. თავმჯდომარე ამტკიცებს სამმართველოების, განყოფილებების, დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დებულებებს.

21. თავმჯდომარე განსაზღვრავს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს.

22. დეპარტამენტის სახელით მოწვეულ სპეციალისტებთან დროებით შრომით ხელშეკრულებას დებს შესაბამისი სამსახურის უფროსი.

V. დეპარტამენტის ლიკვიდაცია

23. დეპარტამენტის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

VI. დეპარტამენტის სტრუქტურა

ხელმძღვანელობა

ტყეთმოწყობისა და ტყითსარგებლობის სამმართველო

ტყის დაცვის სამმართველო

ტყის აღდგენის სამმართველო

ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო

კადრების, საქმეთამმართველობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

ცენტრალური ბუღალტერია

მარკეტინგისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილება.

 

 

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენ-

ტის სისტემაში შემავალი ორგანიზაციები და დაწესებულებები

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის

დეპარტამენტი

აჟარის სატყეო მეურნეობა

გაგრის სატყეო მეურნეობა

გალის სატყეო მეურნეობა

გუდაუთის სატყეო მეურნეობა

გულრიფშის სატყეო მეურნეობა

სოხუმის სატყეო მეურნეობა

ოჩამჩირის სატყეო მეურნეობა.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი

ქედის სატყეო მეურნეობა

ქობულეთი სატყეო მეურნეობა

შუახევის სატყეო მეურნეობა

ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობა

ხულოს სატყეო მეურნეობა.

 

აბაშის სახელმწიფო კომპლექსური სატყეო-სანერგე მეურნეობა

ადიგენის სატყეო მეურნეობა

ამბროლაური სატყეო მეურნეობა

ახალგორის სატყეო მეურნეობა

ახალციხის სატყეო მეურნეობა

ასპინძის სატყეო მეურნეობა

ახმეტის სატყეო მეურნეობა

ახალქალაქის სატყეო მეურნეობა

ბაკურიანის სატყეო მეურნეობა

ბაღდათის სატყეო მეურნეობა

ბოლნისის სატყეო მეურნეობა

ბორჯომის სატყეო მეურნეობა

გურჯაანის სატყეო მეურნეობა

დედოფლისწყაროს სატყეო მეურნეობა

დმანისის სატყეო მეურნეობა

დუშეთის სატყეო მეურნეობა

ვანის სატყეო მეურნეობა

ზესტაფონის სატყეპარკო მეურნეობა

ზუგდიდის კომპლექსური სატყეო მეურნეობა

თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობა

თბილისის სატყეო მეურნეობა

თბილისის კომპლექსური სატყეპარკო მეურნეობა

თელავის სატყეო მეურნეობა

თიანეთის სატყეო მეურნეობა

კასპის სატყეო მეურნეობა

კოლხეთის სატყეო მეურნეობა

ლაგოდეხის სატყეო მეურნეობა

ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა

ლენტეხის სატყეო მეურნეობა

მარნეულის სატყეო მეურნეობა

მარტვილის სატყეო მეურნეობა

მესტიის სატყეო მეურნეობა

მცხეთის სატყეო მეურნეობა

ოზურგეთის სატყეო მეურნეობა

ონის სატყეო მეურნეობა

საგარეჯოს სატყეო მეურნეობა

სამგორის სატყეო მეურნეობა

სართიჭალის კომპლექსური სატყეპარკო მეურნეობა

საჩხერის სატყეო მეურნეობა

სენაკის სატყეო მეურნეობა

სიღნაღის სატყეო მეურნეობა

ტყიბულის სატყეო მეურნეობა

ქარელის სატყეო მეურნეობა

ქუთაისის სატყეო მეურნეობა

ყვარლის სატყეო მეურნეობა

ყორნისის სატყეო მეურნეობა

ჩოხატაურის სატყეო მეურნეობა

ჩხოროწყუს სატყეო მეურნეობა

ცაგერის სატყეო მეურნეობა

ცხინვალის სატყეო მეურნეობა

წალენჯიხის სატყეო მეურნეობა

ხაიშის სატყეო მეურნეობა

ხაშურის სატყეო მეურნეობა

ხარაგაულის სატყეო მეურნეობა

ხობის სატყეო მეურნეობა

ხონის სატყეო მეურნეობა

ჭიათურის სატყეო მეურნეობა

ჯავის სატყეო მეურნეობა

თბილისის დენდროლოგიური პარკი

საწარმოო საქტყესპეცმშენი

სვანეთის ხე-ტყის დამზადების საწარმო

სატყეო ინსპექცია

ტყის რესურსების კომპლექსური გამოყენების

მენეჯმენტის სამსახური

ადმინისტრაციულ-დამხმარე ნაგებობათა სამმართველო

საწარმო საქტყეთესლსელექცია

საქართველოს ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგური

საწარმო საქტყეპროექტი

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო

საპროექტო-საძიებო ინსტიტუტი საქსახტყემეურნეობაპროექტი

ზუგდიდის მრავალდარგოვანი საწარმო მეტყევე.

 

 

შენიშვნა: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სატყეო მეურნეობების დეპარტამენტები ექვემდებარებიან შესაბამისად აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს.