საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 040030050.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
179
03/05/2003
სსმ, 41, 08/05/2003
040030050.05.002.000002
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/05/2003 - 29/08/2007)

საქარათველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 179

2003 წლის 3 მაისი

. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ გარაყანიძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე

ნანა მეტრეველი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კადრების სამსახურის უფროსი

ზაზა ოჩიგავა – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

მურად ღვინიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი

მერი ყიფიანი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის აპარატის უფროსი, კომისიის მდივანი

გელა ჩარკვიანი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

ზაზა ჩიხრაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი.

2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა, და აგრეთვე 2003 წლის 13 მაისის მდგომარეობით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) კომისიის დასკვნის საფუძველზე უზრუნველყონ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს „სამთავრობო კომისიის შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულებით დადგენილი წესის თანახმად.

5. კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 13 მაისისა. კომისია თავის საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

6. კომისიის სამუშაო სხდომა ტარდება სულ ცოტა ორ კვირაში ერთხელ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.

7. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

9. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით.

10. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

11. კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებას ან სხვა სახის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ბოლო სხდომის დამთავრებიდან ორ სამუშაო დღეში კომისიის ყველა წევრი ასევე ხელს აწერს ბოლო სხდომის ოქმის რედაქტირებულ ვარიანტს, რის განხორციელებასაც უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

12. კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

13. კომისიის მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

ე. შევარდნაძე