დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 01/05/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.05.002.000002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/05/2003 - 27/09/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №166
2003 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მომსახურებისათვის, ამ სამსახურის მიერ გასატარებელი ღონისძიებებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვის, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით:
1. „საკარანტინო მოსაკრებლის შესახებ”, „სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლის შესახებ” და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ნება დაერთოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურს საკარანტინო, სალიცენზიო-სანებართვო, საექსპერტიზო და სხვა სახის ფასიანი მომსახურებები განახორციელოს დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
2. მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, 90 პროცენტი დარჩეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის სპეციალურ (არასაბიუჯეტო) სახსრების ანგარიშზე და მოხმარდეს მის მიერ მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას, ხოლო 10 პროცენტი გადაერიცხოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალური უზრუნველყოფისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები